(geonews.ge)თემურ შაშიაშვილი პროკურატურას ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენებას მისცემს

„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა გახმაურებული საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ გაუხსნელია  და ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს ასახელებს. შაშიაშვილის თქმით, მას მეტად მნიშვნელოვანი მამხილებელი აუდიოჩანაწერები აქვს მოსმენილი, თუმცა პროკურატურა ამით არ ინტერესდებოდა.

შაშიაშვილის თქმით, პროკურატურა მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა და უწყების წარმომადგენელი გიორგი ლომთაძე დაუკავშირდა, რაც „ასავალ-დასავალისადმი“ მიცემულ ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გარემოებებზე ისაუბრა.

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს პროკურატურა რეალურად ინტერესდება მისი ჩვენებით.

„მეტად დამაიმედებელი ფაქტია. აქამდე არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ პროკურატურას ასეთი ოპერატიული რეაგირება მოეხდინა ჩემს განცხადებაზე. ეს ხდებოდა ადეიშვილის დროს, მაგრამ ახალი ხელისუფლებისგან, რომელიც მოვიდა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, ხალხი მოელის გახმაურებული საქმეების დროულ გამოძიებას. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პროკურატურის ოპერატიულობა იმის ნიშანია, რომ სამართლიანობის დადგენის პროცესი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანდათან რეალობად იქცევა“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *