(topnews.ge)თემურ შაშიაშვილი: შესაძლოა ქუთაისის მერობაზე ვიყარო კენჭი

shიმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა და ქუთაისი ასევე ყოფილმა მერმა თემურ შაშიაშვილმა, შესაძლო ქალაქის მერობის კანდიდატობაზე იყაროს კენჭი.
როგორც შაშიაშვილმა topnews.com.ge-ს განუცხადა, მას ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა ქუთაისის მერის არჩევნებში მონაწილოებას.

“ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება ქუთაისიდან და მთხოვენ,კენჭი ვიყარო! ძალიან განვიცდი ქუთაისის დღევანდელ მდგომარეობას. ქალაქი მაფიოზური კლანების გამგებლობაში რჩება. ისევ “ნაცმოძრაობის” ნარჩენების ხელშია ყველაფერი და მათ „ოცნების“ წარმომადგენლებიც მშვენივრად შეუხმატკბილდნენ. მე ბოლო წუთამდე არ შევიტან განაცხადს. თუ ქუთაისის მერად ძალიან ძლიერი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ჩემზე მეტის გაკეთება შეეძლება. მე მყოფნის იმის ვაჟკაცობაც, ზნეობაც და მორალიც, რომ არ ვიყარო კენჭი და ასეთ კანდიდატს დავუჭირო მხარი,”- აცხადებს შაშიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს არის ჩანიშნულ

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *