(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: 26 მაისის საქმეზე სააკაშვილიც უნდა გასამართლებულიყო!
„26 მაისის საქმეზე მარტო მერაბიშვილი კი არა, სააკაშვილი და მთელი მისი რეჟიმი უნდაგასამართლებულიყო“, – ამის შესახებ მოძრაობა „თეთრების” ლიდერი აცხადებს.
თემურ შაშიაშვილის თქმით, 26 მაისის საქმეზე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი მისთვის მოულოდნელი იყო.
„მე არც ველოდი, რომ მერაბიშვილს 26 მაისთან დაკავშირებით 4 წელიწადზე მეტს მიუსჯიდნენ,რადგან ყველაფერი დაიყვანეს იქამდე, თუ ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება“, – დასძინაშაშიაშვილმა.
ამასთან, „თეთრების” ლიდერი პარალელებს ავლებს უკრაინის ევრომაიდნისა და 2011 წლის 26 მაისის აქციებს შორის.
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ჩვენი 26 მაისი ცად აღამაღლა. ხომ გახსოვთ, დარბევისდაწყებამდე ნახევარი საათით ადრე როგორ გვაბრალებდნენ, თითქოს „მოლოტოვის კოქტეილები“გვქონდა და ა.შ. მერე ვინმემ მოგვიხადა ბოდიში იმის გამო, რომ არანაირი „კოქტეილები” არაღმოგვაჩნდა?! ამერიკელებმა უკრაინაში მხარი დაუჭირეს იმათ, ვისაც „მოლოტოვის კოქტეილები“და ავტომატები ეჭირათ, ჩვენ კი არაფერი გვქონდა და მაინც ჩვენს დარბევას დაუჭირეს მხარი! ჩვენრომ იმის მეათასედი გაგვეკეთებინა აქ, რაც უკრაინაში გააკეთეს მომიტინგეებმა, ახლა სამუდამოპატიმრობა გვექნებოდა მისჯილი“, – აცხადებს შაშიაშვილი.