(ქრონიკა) უცხო ქვეყნების ორმაგი სტანდარტები

news_20058თემურ შაშიაშვილი. “სახალხო კრების” წევრი: ამერიკელებმა უკრაინაში მხარი დაუჭირეს იმათ, ვისაც „მოლოტოვის კოქტეილები“ და ავტომატები ჰქონდათ, ჩვენ კი არაფერი გვქონდა და მაინც ჩვენს დარბევას დაუჭირეს მხარი!

ჩვენ რომ ამის მეათასედი გაგვეკეთებინა, რაც უკრაინაში გააკეთეს მომიტინგეებმა, ახლა სამუდამო პატიმრობა გვექნებოდა მოსჯილი.

მინდა თქვენ და თქვენი გაზეთის მკითხველს დავუსვა კითხვა:  ვინ მოიგო საქართველოში 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციით?

“ასავალ დასავალი: “თქვენ რა პასუხი გაქვთთ ამ კითხვაზე?

თემურ შაშიაშვილი: „ვარდების რევოლუციით“ მხოლოდ რუსეთმა მოიგო!

“ასავალ დასავალი”: რას გულისხმობთ?

თემურ შაშიაშვილი: “ვგულისხმობ იმას, რომ „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელსიუფლებამ საქართევლოს ტერიტორიების 20% რუსეთის ჩააბარა, ვგულისხმობ იმას, რომ  საქართელოს ეკონომიკა, საბადოები და სტრატეგიული ობიექტები აღმოჩნდა  რუსეთის ხელში.

თავად განსაჯეთ: თბილისელებს დენს რუსული ენერგოკომპანია გვაწვდის, გაზს რუსული ენერჰოკომპანიაგვაწვდის და როცა  დასუფთავების გადასახადი დენზე იყო მიბმული, იმასაც რუსულ კომპანიას ვიხდიდით. აი, ეს  მოხდა საქართველოში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“  შემდეგ. დღეს კი სააკაშვილი გამოდის და ახლა უკვე უკრაინაში თამაშობს რუსეთთან მებრძოლის როლს!

საერთოდ, ვინც სააკაშვილს დემოკრატიასთან ახლოს აიგივებს, მას საქართველოს მტრობის მეტი არაფერი აქვს გულში, გინდა უკრაინელი იყოს, გინდა ამერიკელი, გინდა – რუსი!

ჯაბა ხუბუა,  “ასავალ- დასავალი”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *