(პირველი)ვინ აჩერებს ჟვანიას მკვლელობის საქმის გამოძიებას?

news_19923მოძრაობა ,,თეთრების’’ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. 

,,დამირეკა გამომძიებელმა, ბატონმა გიორგი ლომთაძემ. სამწუხაროდ, თბილისში არ ვიყავი, ახლა გერმანიაში მივემგზავრები… ერთ კვირაში დავბრუნდები, მივალ პროკურატურაში და დეტალურ ჩვენებას მივცემ… მე პროკურატურას გადავცემ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ჩემს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას და ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენება!… ბევრისგან განსხვავებით, ღარიბაშვილმა ასე მოკლე პერიოდში ასე მოკლე კეთილგანწყობა, იცით, რატომ მოიპოვა? იმიტომ, რომ იგი თავის გამოსვლებში ძალიან მწვავე და პრინციპულ შეფასებებს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულ ეტაპზე ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას გააჩერებენ. იმიტომ, რომ როგორც ჩანს ,,ქართული ოცნებაც’’ იმ ცენტრიდან იმართება, საიდანაც იმართებოდნენ ,,მოქალაქეთა კავშირი’’ და ,,ნაციონალური მოძრაობა’’. დღეს პირველად ვამბობ ამას: არსებობს ამერიკელების მიერ შექმნილი დოკუმენტი ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით და ამ დოკუმენტში წერია, რა პირობებში და ვისი მონაწილეობით მოხდა ჟვანიას მკვლელობა. პირადად მე ეს დოკუმენტი ნანახი მაქვს და ვიცი, რომ დაახლოებით 6-7 თვის წინ ეს დოკუმენტი გადასცეს პირადად ბიძინა ივანიშვილს. ამ დოკუმენტის თაობაზე ვესაუბრე ჟვანიას ძმას, ბატონ გოგლას, რომელმაც მითხრა, მე რამდენადაც ვიცი, ასეთი დოკუმენტი საქმეში არ დევსო, ეს ნიშნავს იმას, რომ იმავე ამერიკელებს არ აწყობთ ამ საქმის გახსნა’’, – განუცხადა გაზეთ ,,ასავალ-დასავალს’’ თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *