(პირველი)„ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სასწაული აუდიოჩანაწერები მოვისმინე“

temiriთეთრებიის’’ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ექსპრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაუხმაურებელ ინფორმაციას ფლობს, რომელის გასაჯაროებაც ბევრ შეკითხვას პასუხს გასცემს.

„იცით, რაშია საქმე? მე დღეს ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ გპირდებით, რომ ძალიან მალე ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სკანდალურ ინტერვიუს მოგცემთ, რომელიც ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს! თუმცა, ერთ რამეს ახლავე ვიტყვი: კაცი, რომელმაც ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სასწაული აუდიოჩანაწერები მოვისმინე, პროკურატურას არც კი დავუკითხივარ! მე თქვენ ასევე გპირდებით: თუ ამ ინტერვიუს შემდეგაც არ მოინდომებს პროკურატურა ჩემს დაკითხვას ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ,,ასავალ-დასავალს’’ მივცემ დეტალურ საჯარო ჩვენებას’’,- განუცხადა გაზეთ ,,ასავალ-დასავალს’’ თემურ შაშიაშვილმა.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *