(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: კატეგორიულად ვეწინააღმდეგები არასაპარლამენტო ოპოზიციის მექანიკურ გაერთიანებას

news_21442პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მექანიკური გაერთიანებების კატეგორიული წინააღმდეგია.

„როცა შედიხარ პარლამენტში შეიძლება, ვინმესთან გაერთიანდე, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას იღებს ერთი ფილოსოფიის, ერთი იდეოლოგიის პარტია. საუბარი მიდის პარტიების შეერთებაზე. ჩვენ, „თეთრებმა“ სულ რომ ერთი ხმაც ვერ მივიღოთ, ვის ფილოსოფიასაც არ ვიზიარებთ, არ დავდგებით მასთან; ვინც რუსეთს, ამერიკას, ან ევროპას ემსახურება, არ დავდგებით მასთან. ვისურვებდი, ამ არჩევნებზე მაინც არ იყოს მექანიკური შეერთებები, თუმცა ვხედავ, რომ ეს პროცესი მიდის აქტიურად. ამით ძალიან ბევრი პოლიტიკოსი დაკარგავს ავტორიტეტს“, – განაცხადა შაშიაშვილმა„რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *