(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: პროკურატურას გადავეცი 600-გვერდიანი მასალა! ამას უკავშირდება ჟვანიას მკვლელობა!

news_21442გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პარტია„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილია დაბარებული. საგამოძიებო უწყების კითხვებს პარტიის ლიდერი მომავალ კვირაში – ოთხშაბათს ან ხუთშაბათს უპასუხებს. 

„სასიამოვნოა, რომ პროკურატურას გაუჩნდა სურვილი – შედგეს ამ თემაზე ჩემთან საუბარი. პრინციპულზე პრინციპულია ჟვანიას საქმის გამოძიება. ჩვენ პროკურატურას გადავეცით 600-გვერდიანი მასალა საქართველოს მოსახლეობის გენოციდის შესახებ, ამ გენოციდის შემადგენელი ნაწილი იყო ზურაბ ჟვანიას მკვლელობაც.

 მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის შესახებაც ჩვენ ვაცნობეთ პროკურატურას – ჟვანიას ჰქონდა სხვა მოსაზრება სტრატეგიული ობიექტების გასხვისებასთან დაკავშირებით და აშკარაა, რომ ძალიან დიდი დოზით ის შეეწირა ამ ყველაფერს.

 ანუ ორი საკითხია, რაც მივაწოდეთ პროკურატურას – ესაა მეცნიერთა დასკვნა საქართველოს მოსახლეობის გენოციდის შესახებ  და მეორე დოკუმენტი ეხება ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ღერძის: ჭიათურა, ზესტაფონი, ტყიბულის  საბადოების საკითხს – ამას უკავშირდება ჟვანიას მკვლელობა“, – აცხადებს შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *