(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: დადგა აუცილებლობა, აღვადგინო ყველა კავშირი იუნესკოსა და სხვა ევროპელ ლიდერებს შორის

 

პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპისა და აზიის უძლველეს ქალაქთა კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი ცენტრის შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ „თეთრების“ ლიდერმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში ისაუბრა.

 

img„მას შემდეგ რაც გადავწყვიტე, რომ ქუთაისში, ქალაქის მერობაზე კენჭი ვიყარო, დადგა აუცილებლობა, აღვადგინო ყველა კავშირი იუნესკოსა და სხვა ევროპელ ლიდერებს შორის. ევროპაში მოგზაურობის შემდეგ, ბევრი ისეთ საკითხი წამოიწია, რომელიც საქართველოს განვითარებისთის ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოვჩნდი ვენაში იმ პერიოდში, როდესაც ეუთოს ელჩების შეხვედრა იყო. მაღალი რანგის პოლიტიკურ  მოღვაწეებს  შევხვდი. ჯერ კიდევ 2000 წელს იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა შეიქმანს ევროპისა და აზიის უძველეს ქალაქთა კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი ცენტრი, ეს იდეა საქართველოსთვის დღესაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *