(ახალი თაობა) ჟვანიას საქმეზე ჩვენებას თემურ შაშიაშვილიც მისცემს

 

news_19923ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გამოძიებას პროკურატურა დიდი ენთუზიაზმით შეუდგა. ხელისუფლება გვპირდება. რომ ამ საიდუმლოს ფარდა აეხდება.

ჟვანიას გარდაცვალების დღიდან მოყოლებული, ამ თემაზე უამრავი ვერსიაა გავრცელებული. ბევრს საუბრობენ თვითმხილველებზე. ყოფილი პერმიერ მინისტრის გადაცვალების შესახებ არაერთი მწვავე განცხადება აქვს გაკეთებული პარტია “თეთრების” ლიდერს თემურ შაშიაშვილს. ამ კვირაში “თეთრების” ლიდერს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა მოუწევს.

წლების წინ ის აქტიურად საუბრობდა სკანდალურ აუდიოჩანაწერზე, სადაც ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ ინფორმაციაა მოცემული ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჟვანიას მოკვლა არ იყო განზრახული და ის შემოაკვდათ.

რამდენიმე წლის წინ შაშიაშვილმა განაცხადა, რომ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ჩამოიტანდა. ეს განცხადება არც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოპარვიათ. სამშობლოში დაბრუნებული შაშიაშვილს აეროპორტში სპეცრაზმი დაახვედრეს და საგულდაგულიდ გაჩხრიკეს. ჩანაწერი კი ვერ აღმოაჩინეს,

გავრცელებული ინფორმაციიღ, “თეთრების” ლიდერს ეს აუდიოჩანაწერი ბაქოში მოასმენინეს. მაშინ შაშიაშვილმა განაცხადა, რომ ჩანაწერის ასლები და დედანი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ინახებოდა.

– ამ კასეტაზე მე ბევრი რამ მოვისმინე, რაც გადრაცვლილი პრემიერის ძმასაც კი ვერ ვუთხარი, რადგან მცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ეს მოხდა. რასაც ახლა ვაცხადებ, ეს არის იმის 10% რაც კასეტაზეა. ყველაფერ ამას რომ მოისმენს, საქართველოს მოსახლეობა, ნორმალური ადამიანისათვის ეს იქნება თავზარდამცემი, – აცხადებდა წლების წინ თემურ შაშიაშვილი.

მას ბუნებრივია არ დაუსახელებია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ამ ჩანაწერს ინახავდა. შაშიაშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი  ქართველები არიან.

– მიუხედავად იმისა, რომ კასეტები ადასტურებს მეზობლების ნათქვამს, იმ მოსაზრებებს, რაც ჩვენ აქამდეც მოგვეპოვებოდა, ძალიან მწყდება გული, რომ ის კასეტა საქართველოსთვის პოლიტიკური მკვლელობაა. აქ მარტო ერთ კასეტაზე არაა ლაპარაკი, რომელზეც გარიგება მიდის, თუ ვინ რამდენი ხმა დაიწეროს. ამით საქართველოს პოლიტიკურად კლავენ. აუდიოჩანაწერში ბიზნესის გადანაწილებაზეცაა საუბარი. საშინელებებია, ართმევენ ადამიანებს წილებს. საქართველოს მოსახლეობამ ბევრი რამ არ იცის. ჩვენს საიტზე სტატისტიკური მონაცემები დავდეთ. ჩვენ გამოვაქვეყნეთ, გასულ წელს ვის დაურიგა თბილისის მერიამ 5 მილიონი ოდენობის თანხა.  რა დაჯდა კონცერტები,რომლებიც აქ ჩატარდა, რატომ აქვს საცოდავ პენსიონერს დამადლებული 80 ლარი და რომელი ბანკიც მათ ემსახურება, ამ ბანკის ხელმძღვანელს 800 ათასი ლარი აუღია ერთი წლის განმავლობაში პენსიონერთა მომსახურების გამო. პრეზიდენტი ვის უჭერს მხრარს? მან არ შეიყვანა ის პარლამენტში თავისი პარტიით? ამას რომ ეგუება საზოგადოება,  ტრაგედიაა. ღირსებადაკარგული ხალხი ღირსეულს ვერ შექმნის, – აცხადებნდა წლების წინ “თეთრების” ლიდერი.

ამ თემებზე შაშიაშვილს ამ კვირაშიც მოუწევს განცხადების გაკეთება. ის პორკურატურაში არის დაბარებული, დაკითხვამდე შაშიაშვილმა პროკურატურას სკანდალური მასალები მიაწოდა.

“თეთრების” ლიდერი კმაყოფილია იმით,  პროკურატურა მის ხელთ არსებული ინფორმაციით რომ დაინტერესდა,

– სასიამოვნოა, რომ პროკურატურას გაუჩნდა სურვილი – შედგეს ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ჩემთან საუბარი. მიმაჩნია, რომ პრინციპულზე პრინციპულია ჟვანიას საქმის გამოძიება. მაგრამ აქვე უნდა განვაცხადო რომ უკვე ერთი წელზე მეტია, რაც ჩვენ პროკურატურას გადავეცით 600-გვერდიანი მასალა  საქართველოს მოსახლეობის გენოციდის შესახებ. ამ გენოციდის შემადგენელი ნაწილი იყო ჟვანიას მკვლელობაც.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის შესახებაც ჩვენ ვაცნობეთ პროკურატურას – ჟვანიას ჰქონდა სხვა მოსაზრება სტრატეგიული ობიექტების გასხვისებასთან დაკავშირებით და აშკარაა, რომ ძალიან დიდი დოზით ის შეეწირა ამ ყველაფერს.

ანუ ორი საკითხია, რაც მივაწოდეთ პროკურატურას – ესაა მეცნიერთა დასკვნა საქართველოს მოსახლეობის გენოციდის შესახებ  და მეორე დოკუმენტი ეხება ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ღერძის: ჭიათურა, ზესტაფონი, ტყიბულის  საბადოების საკითხს – ამას უკავშირდება ჟვანიას მკვლელობა“, – აცხადებს შაშიაშვილი.

ვნახოთ, რა ჩვენებას მისცემს შაშიაშვილი, მას ხელთ ბევრი საინტერესო მასალა აქვს, რომელთა შესახებ ახალ თაობასთან არაერთხელ უსაუბრია. ამ დღეებში მას ამ თემაზეც ვესაუბრებით.

შორენა მარსაგიშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *