(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: “ევროპელი ელჩები პირად საუბრებში ამბობენ, პუტინი მაგარი კაციაო…

 


tem“სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამ დღეებში ევროპიდან დაბრუნდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

– ძალიან საინტერესო ღონისძიება ჩატარდა ვენაში სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხბა ქვეყნების ელჩები, ბიზნესმენები, კულტურის მოღვაწეები. ვინაიდან მე გადავწყვიტე კენჭი ვიყარო ქუთაისის მერის პოსტზე, შევეცადე ევროპაში ძველი ურთიერთობები აღმედგინა. შევხვდი ბევრ პიროვნებას, ქართველ ბიზნესმენებს. გაოგნებული დავრჩი… დღეს ჩვენ გვეუბნებიან მხოლოდ იმას, რომ ევროპის ქვეყნებში  ქართველები ქურდობენ და სხედან ციხეებში, მე დაგისახელებთ მაგალითებს, რა წარმატებებს აღწევენ ქართველები ევროპაში. ოსები ვნახე ფრანკფურტში, 1990-იანი წლების დასაწყისში გაიქცნენ საქართველოდან, მოვიდნენ ქართული კულტურის საღამოზე,  ორი ძმა და ერთი და. ასეთი თბილი ადამიანები არ მინახავს. დედა ახლაც ქარელში ჰყავთ. საკუთარ სახლში დაგვპატიჟეს , თავი ქარელში მეგონა.

ასევე ვნახე ქართველი კაცი, ქართლოს კობეშავიძე, 7 წლის წინ წავიდა, 600 ზე მეტი კაცი ჰყავს დასაქმებული. სამი ქარხანა აქვს. გრანტებს აძლევენ, ოღონდ სამუშაო ადგილები შექმნას.  ნოდარ გიორგაძეს ყველა იცნობს საქართველოში, ავღანელთა კავშირის ხელმძღვანელი იყო. ამ ადამიანს საოცრებები აქვს გაკეთებული სლოვაკეთში. ის არის 16 საუკუნის სამეფო სასახლის მფლობელი, ეს სასახლე თავის დროზე ეკუთვნოდა 7 სახელწმიფოს იმპერატორების დინასტიებს. ხელისუფლება უდიდესი პატივისცემით ეპყრობა, მილიონობით გრანტსა და სესხს აძლევს, ოღონდ კი რამე გააკეთეო.

გოგი ჯაოშვილი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილთან იყო, იქიდან გააგდეს და ჩეხეთში უდიდესი ავტორიტეტი აქვს. გაოგნებული ვარ, რა გვაქვს ჩვენ ხელების ჩამოსაშვები? ერთი ჭკვიანური ნაბიჯი გადადგას ხელისუფლებამ. მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ღარიბაშვილი ამას გააკეთებს…

მე ვიცნობ საქართველოს გარეთ სულ მცირე 500 კაცს, ვისაც საწყის ეტაპზე 500-500 სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. თუ ესენი არ გააკეთებენ ამას და მე ამირჩევენ ქუთაისში, თავად ჩამოვიყვან ამ ხალხს, დავუჩოქებ, შევეხვეწები… რომ დაინაწილეს ქუთაისში და ყველგან მიწები სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამ ადამიანებს გავაკეთებინოთ საქმე. წარმოიდგინეთ, სლოვაკეთის მთავრობა მილიონობით ევროს აძლევს გრანტის სახით ქართველ კაცს, რომ შექმნას 200 სამუშაო ადგილი. აფხაზ კოტე სალიას გერმანელები თავს ევლებიან, ეს კაცი აქედან გააგდეს. ალბათ დღევანდელმა ხელსიუფლებამ არ იცის, რომ ჩვენ ასეთი პიროვნება გვყავს.

– ჩამოვიდნენ, საქმე გააკეთონ, ვინმე უშლთ? მათ უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გადაშენდა.

– ისინი ამბობენ, ადრე ბიზნესი რომ დაგვეწყო, სააკაშვილთან, ან შსს მინისტრთან უნდა მივსულიყავით და ეს არ ვიკადრეთო. ეხლა იმედი აქვთ, მაგრამ მაინც ფიქრობენ. რომ საქმე ისე ვერ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. ღარიბაშვილის მიმართ კარგად არიან განწყობილნი, მას სწორი გზა აქვს არჩეული, მაგრამ თუ  არ დაამსხვრია ამ მეჯღანუაშვილების კლანები საქართველოში, არაფერი არ გამოვა.

მე გიხსენეთ ქართლოს კობეშავიძე, კაცმა ააშენა ისეთი ქიმიური ქარხანა,  რომლითაც ამერიკელები დაინტერესდნენ. 1000 კაცი ჰყავს დასაქმებული. ის რაც ჩვენ დავანგრიეთ, გავყიდეთ , ჯართად ვაქციეთ, ამ კაცმა ხელახლა ააწყო უცხოეთში. ჩვენ ხალხი გვყავს, პატარა საქართველოს კი არა, დიდ ქვეყანას ააყვავებენ. ამათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, რომ ჩამოდვიდნენ.

ქუთაისის ავტოქარხანა ჯართან გაყიდეს. თავის დროზე შევარდნაძეც კი დავარწმუნე., რომ მაღალი ტექნოლოგიების პარკი გაგვეკეთებინა, დამთანხმდა, მაგრამ მოვიდნენ ნაციონალები  და 400 მილიონის დოლარი ჯართი წაიღეს. 200 ათას დოლარად.

– საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა უკვე შექმნა საინვესტიციო ფონდი. როგორც ამბობენ. არსებობს უამრავი პროექტი, რატომ არ მონაწილეობენ ამ პროექტებში?

– ვიცი, დღეს ათასნაირ ფონდებს ქმნიან. რაღაცის გაკეთებას იწყებენ, მაგრამ მერე ის შეძვრება, ეს შეძვრება და მორჩა, იშლება ყველაფერი… მაგ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბეჟუაშვილია, სადაც ეს ადამიანი იქნება, იქ ევროპულ ბიზნესზე ლაპარაკი შეიძლება? სადაც მერაბ სამადაშვილი იქნება, იქ საერთოდ ბიზნესზე ლაპარაკი შეიძლება? იცით, სააკაშვილმა რა გააკეთა? ვითომ ევროპული პოლიტიკა წამოიღო აქეთ, ვითომ ევროკავშირი ჩვენზე ოცნებობს, ასე დააბეჩავა საქართველო… ნატო, ევროკავშირი, ახლა ამას დაბეჩავებისთვის დაემატა ევრაზიული კავშირი.  გაიყო საქართველო, ერთნი იძახიან ევრაზიას, მეორენი – ევროკავშირს.არადა ეს სასაცილოდ არ ჰყოფნით ვეროპაში.

 – აგერ, ბარაკ ობამამ გვითხრა პირდაპირ, ოცნებას თავი დაანებეთო. რამდენჯერ უნდა გვითხრან?

– მე ვიყავი უკრაინაში და ვნახე, რა ხდებოდა “მაიდანზე”… მე მგონი, იქ რაც მოხდა, 15251ყველაფერი პუტინის მოწყობილი იყო. თუ ასეა, ყოჩაღ! დღეს უკრაინა ევროპას უფრო დასცილდა, ვიდრე იყო იანუკოვიჩის დროს. სხვათა შორის, აქამდე არ ვამბობდი, და ეხლა უნდა ვთქვა, როდესაც მე ვიყავი იმერეთის გუბერნატორი, მაშინ იანუკოვიჩი იყო დონეცკის გუბერნატორი. დავიწყეთ ურთიერთობა, რომ ჩვენს შორის გაფორმებულიყო მეგობრობის ხელსეკრულება. დონეცკის მერს ვთხოვე, მასალები გამომიგზავმეთ – მეთქი და გამომიგზავნა იანუკოვიჩის გამოსვლა ამ თემაზე, რაღაცას ლაპარაკობდა. მაშინ მივხვდი, რომ ეს კაცი იყო სულ სხვა აზროვნების. მე ვუთხარი, აღარ გვინდა – მეთქი. აი, ეს კაცი აირჩიეს პრეზიენტად. ამერიკელები ახლა მიხვდნენ, რომ ძალიან შეტოპეს… იცით, ევროპელი ელჩები პირად საუბრებში რას ამბობდნენ? ვაა… ეს პუტინი ვინ ყოფილა, მაგარი კაციაო. ოფიციალურად კი სულ სხვა განცხადებებს აკეთებემ. პირად საუბრებში სულ სხვას ლაპარაკობენ: პუტინი ყველას დადებს ბეჭებზე, ამერიკელები ძალიან  უტვინოდ მოქმედებენო. იგივე სააკაშვილი საქართველოში პუტინისთვის იყო ბაჯაღლო, ეს უბედურება ამერიკელებსაც აწყობდათ და რუსებსაც, ახლა ეს ადამიანი შორიდან გველაპარაკება ამაღლებული ტონით.

 – ბატონო თემურ, ჩვენ მივადექით სააკაშვილისა და ჟვანიას საკითხს, თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ჟვანიას მკვლელობაზე წლების განმავლობაში დაუღალავად საუბრობდით. ახსენებდით აუდიო და ვიდეოჩანაწრებს. ახლა როგორ აფასებთ იმ მოვლენას, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით  ხდება?

– ჟვანიას საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე, იმდენად უსინდისო აღმოჩნდა სააკაშვილი, რომ სხვანაირად არ შეიძლება… “რუსთავი 2”-ზე ვუყურე მის ინტერვიუს. ეს იყო   ამაზრზენი რამ.  ჩემი და ჟვანიას ურთიერთობა არ იყო კარგი, მაგრამ როგორც ეს ადამიანი ჟვანიას მოექცა, ამაზე დიდი უზნეობა არ მინახავს.

ჟვანიამ აიძულა შევარდნაძე, რომ სააკაშვილი “პეტერსონ ბენქლაბ” სომხური ფირმიდან წამოეყვანა. შევარდნაძე სპეციალურად ჩაიყვანა ჟვანიამ, იქ რაღაც მოლაპარაკებები შედგა, ჩამოიყვანეს საქართველოში, კაცად აქციეს და ახლა ჟვანიას ცოლზე ჭორაობს. ასეთ რაღაცეებზე ზნედაცემული ქალიც კი არ ლაპარაკობს “კუხნაში”.

მე ერთი რამ ვიცი: საქართველოს მოსახლეობას გენოციდი მოუწყო  ნაცმოძრაობამ.  და ჟვანიას სიკვდილიც მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ის გაცილებით ჭკვიანი და კარგი ორგანიზატორი იყო, ვიდრე სააკაშვილი. ამიტომაც საქართველოში არ აწყობდათ. ჟვანიამ რუსეთთან დაამყარა გარკვეული ურთიერთობები, ის ხედავდა,რ ომ ერთვექტორული ქვეყანა დაინგრეოდა.

არსებობს ერთი ადამიანი – გერგიევი, რომელიც პეტერბურგის თეატრის დირიჟორია, ასევე არის ლონდონის, პეკინის და ნიუ-იორკის სიმფონიური ორკესტრების ხელმძღვანელი… ცოტა ხნის წინ მითხრა ასეთი რამ: რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა, გერმან გრეფმა დამირეკა და მითხრა, პეტერბურგში ზურა  ჟვანიაა ჩამოსული. კარგად მიიღე, თეატრში შეხვერა მოუწყეო. ამის შემდეგ პეტერბურგში ჩადის თვითონ გრეფი, სადაც მიდის მოლაპარაკებები რაღაც ბიზნესებზე, ინვესტიციებზე და ა.შ. მას საქართველოში ბანკის დაფუძნებაც ნდომებია. გადის დრო, გრეფი ჩამოდის საქართველოში და თურმე ისეთ დღეში ჩააგდეს, თავდაყირა დაუყენეს ყველაფერი დალამის გააგდეს. გერგიევი ამბობს, გრეფმა მითხრა, რაზეც ჟვანიასთან შევთანხმდით, არაფერი გააკეთეს, ყველაფერი შსს სამინისტროს თანხმობით უნდა გაკეთდესო.

დღეს სააკაშვილი ყველას რუსეთის აგენტს რომ ეძახის, ეხლა ისეთ რამეს ვიტყვი, mishaრაც არსად არ თქმულა და არ დაწერილა. რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღები პიროვნება, გვარს ჯერჯერობით ნუ დავასახელებთ, საქმეს ნუ გავაფუჭებთ… როდესაც პუტინი მეორედ გახდა პრეზიდენტი, სააკაშვილი ეხვეწებოდა ამ პიროვნებას, როგორმე პუტინთან საქმე ჩამიწყვეო…ის ადამიანი მიდის პუტინთან, ესაუბრება, იგებს მის აზრს და ჩამოდის ბობოყვათში და ხვდება სააკაშვილს. ამ შეხვედრას ესწრება ლევან ვარშალომიძეც. პუტინის შემონათვალი ასეთია: წადი, პრეზიდენტად ვინც გინდა ის დატოვე და საქართველოს ექნება საოცარი მომავალი. მე უახლოეს მომავალში ვაპირებ ვარშალომიძესთან შეხვეფრას, თუ ვაჟკაცია, ა მ თემაზე ერთობლივი პრესკონფერენცია ჩავატაროთ, ეს ყველაფერი ან დაადასტუროს, ან უარყოს… თუ უარყოფს, თვითონ ის კაცი გამოვა და ბევრ რამეს იტყვის.

ესე იგი, პუტინი სააკაშვილს უთვლის, წადი და დატოვე ვინც გინდა . ამის შემდეგ ლაპარაკო იქნება აფხაზეთზეც და ცხინვალზეცო. სააკაშვილი პუტინის ნდობით აღჭურვილ პირს 3 საათის განმავლობაში ეუბნება, იქნებ როგორმე ეს გადაწყვეტილება შეცვალოსო? პარალელურად ლანძღავს ამერიკელებს, ეგენი მარტო საკუთარ თავზე ფიქრობენო. შემდეგ იწყება საკუთარი გარემოცვის გინებას და თან იძახის: აბა ვინ დავტოვო, ესენი ჩემი მტრები არიანო. სათითაოდ ახასიათებს ყველას და დებს მიწაში. ზოგს ქათამს ეძახის, ზოგს დედას აგინებს… მოკლედ, ის პიროვნება საბოლოოდ ეუბნება, თუ საქართველოსთვის კარგი გინდა უნდა წახვიდეო. მიშა კატეგორიულ უარს ამბობს.

 – ვერ გავიგე,  სააკაშვილი არჩევნების გზით უნდა წასულიყო თუ გადადგომას სთავაზობდნენ? 

– აქამდე აღარ მისულა საქმე. თუ ის დათანხმდებოდა, დეტალებზე მერე იქნებოდა საუბარი,. აქ მთავარი ის კი არ არის, სააკაშვილმა უარი რომ თქვა. მთავარია,  რა ილაპარაკა თავის მომხრეებზე. ეს კაცი გაოცებულია, ეს ვინ ყოფილა, ვინმემ კარგი რომ მითხრას სააკაშვილზე, აღარაფერს დავიჯერებო. ყოველ 15 წუთში გადიოდა აშკარად ვგრძნობდი,რაღაცას იკეთებდაო. მეორე დღეს დილით, ვარშალომიძე მირეკავს და მეუნბენა, მიშამ გთხოვათ, ერთად ვისაუზმოთო. როგორც კი მივედი, ისევ იმ თემაზე დაიწყო ლაპარაკი და როცა დავემშვიდობე, მიშე ისე მეხვეწებოდა: უთხარი პუტინს, დაარწმუნე, რომ ამ ადგილზე მისთვის საუკეთესო მე ვარო, აი ეს ადამიანი, დღეს ლაპარაკობს სხვების პუტინისტობაზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რასაც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ვამბობ: სააკაშვილი არის ავადმყოფი, გაუწონასწორებელი, ავანტურისტი და ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან საშიში!

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *