( ახალი თაობა)თემურ შაშიაშვილი: პროკურატურა სწორი გზით წავიდა, ჟვანიას დაცვის წევრები დააპატიმრა.

 

news_19923 – პრემიერ-მინისტრ ჟვანიას თემით ბევრი პოლიტიკოსი სპეკულირებს ბოლო დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ შესაძლოა თქვენც მოგიწვიოთ დასაკითხად. როგორია თქვენი ანალიზი ბოლო დროის ამ თემის ირგვლივ არსებულ აჟიოტაჟთან დაკავშირებით?

– თქვენს სწორად ბრძანეთ, სპეკულირებენ. განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიები და არ მინდა ვიფიქრო, რომ ხელისუფლებაც მათ რიცხვშია ამ არჩევნების წინ. საქართველოში ყველაფერი პოლიტიზირებულია. ბიზნესი, განათლება, ელექტროენერგია, გაზიც კი. ამ ზომის პოლიტიზირებას ვერ გაუძლებს ვერც ერთი სახელმწიფო. მოქალაქეთა კავშირის, აღორძინებისა და ნაცმოძრაობის მმართველობამ საქართველოში იმდენად დიდი სიმახინჯეები დატოვა, რომ არა მგონია, ეს ქართული სინამდვილიდან მალე გაქრეს. იმ პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ვინც მარტო თეთრი და შავი იციან, ვინც მხოლოდ ჩასაფრება და კრიტიკა იცის, ვამბობ, რომ პოლიტიზირება შედეგს ქვეყანას ვერ მოუტანს. მარტო სააკაშვილმა არ დააზარალა ქვეყანა. ბევრმა პოლიტიკოსმა ვაჭრული დამოკიდებულებით ერთმანეთთან,  ხელისუფლებასთან, ხალხთან, არანაკლები ზიანი მოუტანა ქვეყანას.

მე დაკითხვას კი არ მიწყობენ. მიკვირდა, რომ ამდენი ხანი არ ვყავდი პროკურატურას მიწვეული. იმიტომ, რომ პირველმა ვთქვი ის, რაზეც ახლა ყველა ლაპარაკობს.  ჩვენ ამაზე საუბარი მხოლოდ პრესით არ დაგვიწყია. 2009 წლის 23 ნოემბერს, როცა ეს ამბავი ჩვენთვის ცნობილი გახდა. მივმართეთ სააკაშვილს და ვთხოვეთ გამოექვეყნებინა ოფიციალური დასკვნა, თუ რა იყო ჟვანიას გარდაცვალების მიზეზი. დაიღუპა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ყველაზე მეტად დიდ ეჭვს ეს ბადებს. 3500 ადამიანის ხელმოწერა იყო ჩვენს მიმართვაზე. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანების. ამ მიმართვას, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ ხელისუფ;ლებას, ხელს აწერდნენ შვილმოკლული  მშობლები. პირადად ბუტა რობაქიძის მამამ ჩააბარა ეს მიმართვა კანცელარიაში.

გავიდა აგერ უკვე ოთხ წელზე მეტი და პასუხი არ არის. აი, ამისათვის უნდა მოეთხოვოს პასუხი იმ ხელისუფლებას. უნდა გაირკვეს, რატომ იყო კაცთმოძულე მიზანტროპის როლში ის ხელისუფლება. აღსანიშნავია, რომ  სააკაშვილი „პეტერსონ ბელკნაფის“ სომხური ლობისტური ფირმიდან სწორედ ჟვანიას რეკომენდაციით ჩამოიყვანა შევარდნაძემ  ქვეყანაში  და  ასეთი პიროვნება დაიღუპა. ლოგიკა ხომ უნდა იყოს. დაიღუპა ქვეყნის პრემიერ მინისტრი და არ არსებობს ოფიციალური დასკვნა, რით დაიღუპა.  არის მხოლოდ მერაბიშვილის გამოსვლა ტელევიზიით, სადაც მან თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი გაიგუდა გაზით. ათი წელია, ოფიციალური დასკვნა ვერ დაწერეს. საქმეც კი არ დახურულა. ეს ყოველივე ეჭვს არ ბადებს? აშკარაა, ვიღაცას არ აწყობს   დასკვნის გამოქვეყნება და რატომ არ აწყობს, ესეც ხომ უნდა გაირკვეს. არ შეიძლება, ვისაც რა უნდა იმას ლაპარაკობდეს, ვისაც რა უნდა იმას ლანძღავდეს და ამის გამო პასუხს არავინ ითხოვდეს. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ გაზეთში რომ გამოქვეყნებულიყო, რაც გამოქვეყნდა ჟვანიასთან დაკაშირებით, პიროვნებას დაიბარებდნან, დაიწყებოდა მოკვლევა.

არის ჩანაწერი, რომელშიც ყველაფერი გახსნილია. მე გარკვეული მონაკვეთი მოვისმინე. ორი კასეტა იყო. ერთი კასეტა მოვისმინე თავიდან ბოლომდე და გამოქვებულში იყო შეხვედრა 2003 წლის არჩევნებიდან ორი კვირის თავზე ნოემბრის შუა რიცხვებში. ხვდებიან ოპოზიციიდან სააკაშვილი და ხელისუფლებიდან ჯორბენაძე ერთმანეთს და ეს არის ამაზრზენი ჩანაწერი. ჯორბენაძე ეუბნება სააკაშვილს: არ გახსოვს, მიშა მე რომ ჩაგიყარე ბიულეტენები და გაგიყალბე არჩევნები და ასე გახდი დეპუტატიო.  საზოგადოებამ ეს კასეტა დატოვა უყურადღებოდ. როცა ეს კასეტა გამოქვეყნდა, მაშინ 2010 წლის არჩვენები მიდიოდა. მაშინ ვეუბნებოდი მეგობრებს ევროპაში, რომ ამის გამოქვეყნება აუცილებელია, ისინი უარს ამობობდნენ. მე გავრისკე და გამოვაქვეყნე. ამით მე მათთან გამიფუჭდა ურთიერთობა. ქვეყანაში ამას რეაქცია არ მოჰყვა. იყოფენ ქვეყანას. არის საშინელი საუბარი და ამაზე რეაგირება ხალხსაც არ ჰქონია. პიროვნება, ვინც ეს ჩანაწერი გააკთა, მამუკა ჯინჭარაძე, მოკლულია. ეს შეხვედრა მამუკა ჯინჭარაძის ინიციატივით შედგა.

მე  ვთქვი, გავერთიანდეთ, გავაკეთოთ საჯაროდ პროექტი ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას. მინდია უგრეხელიძე, ევროპული დონის იურისტი, მისი ხელმძღვანელობით უნდა განხორციელებულიყო პროექტი, შევიკრიბეთ. პარტიებს ვთხოვეთ ათას-ათასი დოლარი. ერთმა ტელევიზიამ ამის გადმოსაცემად წარმოუდგენელი ფული მოითხოვა…  ერთი მილიონი ჯდებოდა ამ პროექტის განხორციელება. ეს თანხა არავის აღმოჩნდა. დღესაც ვაყენებ ამ საკითხს. განხორციელდეს ეს პროექტი. 600 გვერდიანი დასკვნა წარვადგინეთ პროკურატურაში სახელწოდებით „საქართველოს მოსახლეობის გენოციდი“. მიმაჩნია, რომ ჟვანიას მკვლელობაც ამ გენოციდის შემადგენელი ნაწილი იყო. რადგან ჟვანიას სხვა ხედვა ჰქონდა ქვეყნის განვითარებაზე. ამ ორი ხედვის დაჯახების შედეგია ჩემი ვარაუდით მისი მკვლელობა. ჟვანია საუბრობდა მრავალვექტორულ საქართველოზე, იმაზე, რომ არ შეიძლება მარტო რუსეთს მივეკედლოთ, ან მარტო ამერიკას. ის ამბობდა, ან არავისთან, ან ყველასთან. ჩემი ფორმულაც ეს არის.

 – შევარდნაძის დროსაც იყო ბალანსის პოლიტიკა.

– გასაგებია, ეს სხვა თემაა. ჟვანია ამას შეეწირა,. 2003 წლის არჩევნები იყო ქალბატონი ნინო ბურჯანაძე კენჭს იყრიდა ქუთაისში ოპოზიციიდან. მე მივედი თეატრში მასთან შეხვედრაზე. კარგ ურთიერთობა მე მაშინ არ მქონდა ქალბატონ ნინოსთან. მერეც შევხვდით ერთმანეთს ქალბატონი ნინოს ინიციატივით. მაშინ მან მე მითხრა, თუ  ჩვენ სერიოზულად არ გავერთიანდებით, მის სიტყვებს გეუბნებით, ოპოზიცია მიდიოდა იმ გზით, რომელიც ქვეყანას დაანგრევდა. ამას ისიც ეთანხმებოდა, თუ სააკაშვილი მოვა ხელისუფლებაში და ამას შევარდნაძე უწყობს ხელსო, საქართველოს მომავალი არ აქვსო. მასთან გაერთიანებით შეიძლება  მისი განეიტრალება. მე წინააღმდეგი ვიყავი და ვამბობდი, რომ სააკაშვილთან გაერთანება მას უფრო გააძლიერებდა და არა დაასუსტებდა. რომელი აღმოჩნდა მართალი, ხალხმა განსაჯოს.

როცა  1999 წელს გადავდექი, შევხვდი შევარდნაძეს ბორჯომში. მერე ჟვანიას და ის მეუბნებოდა, ველური პოლიტიკური ძალა მოდის, მის უკან მძიმე ძალები დგანან, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთო.  ჩემი აზრი მაშინაც და დღესაც ასეთია, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც გარედან არ იმართება. ჟვანიაც და სააკაშვილიც ქვეყნის გარედან იმართებოდნენ. ბატონი ივანიშვილიც დარწმუნდა , რომ ქვეყანაზე გარედან მარწუხებია. მისი თანამდებობიდან წასვლა თუ ამ მარწუხებიდან დახსნას ნიშნავს, ვერ გეტყვით.

საქართველოში მოვიდა მილიარდერი. უკრაინაშიც მოჰყავთ მილიარდერი. როცა ქვეყნის დამონება სურთ, მილიარდერებს ასვამენ თავზე და ამშევენ ხალხს. მშიერი ხალხის მართვა ადვილია. ვინც სააკაშვილს მართავს ქვეყნის გარეთ, ეჭვი მეპარება, საერთოდ აინტერესებდეს საქართველო.

 – მეორე ჩანაწერი. ამასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიწვევენ პროკურატურაში 2012 წლის არჩევნების წინ თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი აქცია იმართებოდა და იქ გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს ისეთი ადამიანი უნდა გამოსულიყო ხალხის წინაშე, ვინც ჟვანიას სიკვდილის გარემოებებთან იყო დაკავშირებული. ამაზერას იტყვით?

– ამ აქციაზე ვერაფერს გეტყვით, ესენი რასაც კადრულობენ ჟვანიასთან დაკავშირებით, ამას სახელი არ აქვს. პროკურატურაში ვიტყვი რაც  არის ჩემთვის ცნობილი. ის ხალხი, ვინც ამ ჩანაწერების ავტორები არიან, მათთან დამეძაბა ურთიერთობა იმის გამო, რომ ამ ჩანაწერის ნაწილი გავასაჯაროვე. ამ ხალხის დიდი ნაწილი ცოცხალი აღარ არის. იქ ფეხის ხმა ისმის, მძიმე რაღაც მოაქვთ, მერე ისმის სააკაშვილის ხმა, რომელიც ამბობს, როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გააკეთეთო. ის ორი პიროვნება, ვინც ეს ჩანაწერი ბოლომდე მოისმინა, ორივე მოკლულია. ქვეყნის გარეთ არიან მოკლულები. ათამდე პიროვნება, ვინც კი რაღაც იცოდა, ყველა გარდაცვლილია. იცოდნენ, რომ მე კასეტა არ მქონდა. ის რომ სცოდნოდათ, რომ მე კასეტა მაქვს, მომკლავდნენ. ბადრი პატარკაციშვილმა ყველაზე მეტი იცოდა, დღეს ცოცხალი აღარ არის. ორი პიროვნება ცოცხალია. ირლანდიაში ისინი საქართველოდან გაიქცნენ. მოდებაძე ნათელა მე აღმოვაჩინე, ჩემს კაბინეტში იჯდა ბატონი გოგლა ჟვანია, ესპანეთში დაველაპარაკეთ მოდებაძის მეგობარს და ის დაუკავშირდა მას. ქალბატონმა ნათელა მოდებაძემ ელექტრონული ფოსტით მოახერხა ჩემთან დაკავშირება და მითხრა, რომ ჩემი კაბინეტი ისმინებოდა. მის შვილს და მისი მეგობრის შვილს მოსთხოვეს პასპორტის ასლები. მეხვეწებოდა, მომიკლავენ შვილებსო.

 – ახლახან აღმოჩნდა ერთი ადამიანის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ არის ჟვანიას მკვლელობის თვითმხილველი და ეს მკვლელობა წყნეთის გზაზე მოხდა. არის სხვა ვერსია ტყვიით, საფერფლით მისი მოკვლის შესახებ.

– მე ამაზე ვერაფერს გეტყვით. პროკურატურა წავიდა სწორი გზით და დააპატიმრა ორი დაცვის წევრი, რომლებსაც ევალებოდათ ჟვანიას დაცვა. ჟვანიამ მითხრა წადიო, ასე არ ხდება. დასაცავ ობიექტს არ აქვს უფლება, რაიმე უთხრას დაცვას. შეილება დასაცავ ობიექტს საერთოდ არ დაელაპარაჯოს, მას კანონი ავალებს დაცვას. მინის ჩამოწევა უნდოდა შევარდნაძეს და დაცვამ ამის უფლება არ მისცა. ხელით შეაგდეს ერთხელ მანქანაში შევარდნაძე დაცვის წევრებმა. ამათ კი პრემიერი მარტო დატოვეს. სწორად სთხოვენ მათ  ახლა ამის გამო პასუხს. ყველაზე დიდი მეცნიერება ლოგიკაა.ლოგიკით უნდა მივყვეთ მოვლენებს. მაშინ ჟვანიას შეეძლო ოპოზიციაში გადასვლა. პორტისა და აეროპორტის საკითხი იდგა დღის წესრიგში, სხვა საკითხებიც იყო სადავო. ეს შემთხვევითობა ხომ არ არის. მე მითხრეს, რომ ჟვანია იმ ბინაში არ გარდაცვლილა. ოქრუაშვილმა გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ლაპარაკობს. 1997 წელს პარლამენტში გამოვედი და ვთქვი, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ქვეყანას დაღუპავდნენ. ამ დროს კი სააკაშვილი წერდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი შაშიაშვილი უნდა გახდესო. მე კი ვამბობდი, რომ სააკაშვილი ქვეყნისათვის საშიშია და გაუწონასწორებელი. შევარდნაძე მეუბნებოდა, რას ერჩი ამ ბიჭებს, შენზე კარგს ლაპარაკობენო. მე კი ვპასუხობდი, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის კარს აკეთებენ.

პირველად აფეთქება ჩემს სახლთან მოხდა და დედაჩემი ამის შემდეგ სახლიდან არ გასულა. 2003 წლის ბოლოს თუ 2004 წლის დასაწყისში. იმდენი რამე მაქვს სათქმელი, რაც მათ გამიკეთეს… პირველი, ვისაც მიადგნენ, მე ვიყავი. მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ. მე ვამხილე შევარდნაძის და სააკაშვილის ოჯახური ბიზნესები, ტყიბულთან, ზესტაფონთან იყო დაკავშირებული, ეს ბანდები მე ვამხილე. მოვიგე სასამართლო, მილიონ 300 ათასი დოლარი და მოვიდა თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებაში,  სასამაღთლომ გააუქა ჩემი მოგება და ბაჟის გადასახადი მომივიდა 5 ათასი ლარი. დღესაც მევალეების სიაში ვარ. ამათ საქართველოს მოსახლეობას მოუწევს გენოციდი.

 – ალბათ ილუზია არ გექნებათ, რომ ჟვანიას მკვლელობის არც დამკვეთები  და არც შემსრულებლები არ იქნებიან ცნობილი. მაგრამ ის თანამდებობის პირები მაინც უნდა მისცენ პასუხისგებაში, ვინც სააკაშვილის ახლო გარემოცვას წარმოადეგნდა და ვინც მტკიცებულებები გააყალბა. როგორია თქვენი აზრი ამაზე?

– 2012 წლის 20 იანვრის შემდეგ სააკაშვილის დატოვება თანამდებობაზე იყო, ყველაზ ედიდი შეცდომა. სააკაშვილის თავხედობა აღწევს ზენიტს. ეს იმედს აძლევს მის გარემოცვას, ესენიც თავხედები არიან. რაც წიკლაურს შეემთხვა, ბევრი მოხდება. ბევრი რამის გამო ამ ხელისუფლების კმაყოფილი არ ვარ, არ მინდა დავემსგავსო იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ. ვის აწყობდა წიკლაურის გალახვა. ხომ არ არის ჟვანიას წამოწეული საქმის დროს სააკაშვილის გამართლება, რომ არ ჩამოდის ქვეყანაში, სადაც მის თანაგუნდელებს სცემენ. ამ ხელისუფლების გარდა ყველას აწყობდა ის, რაც მოხდა. ნაციონალები ხელის შეშლის გროსმაისტერები არიან. მინისტრები კი ოსტატობასთანაც კი არ არიან ახლოს. საქმე ამის გამო ვერ  კეთდება. მე ვხედავ, რომ ხალხი გადავა ანგარიშსწორებაზე. ნაციონალებია მას ვერ ხედავენ. მე  ამხელა თანამდებობები მქონდა და არანაირი ფუფუნება არ  მაქვს. ქონება არ გამაჩნია. ამ ხალხს საიდან აქვს ამდენი ფული? პროკურატურა უნდა იყოს მოწადინებული იმისთვის,რომ ხალხს საკუთრება დაუბრუნდეს. ეკონომიკა სჭირდება დღეს ქვეყანას. ახლა ის მეჯღანუაშვილების ხელშია. შეიქმნა ფონდი, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი ბეჟუაშვილია. საიდან აქვს ამ კაცს ამდენი ფული?  ჩემმა ძმამ ინსულტი მიიღო, პატიოსნად შრომობდა და მივიდნენ ბიუჯეტში 20 ათასი ლარი უნდა გადაიხადოო, ყველაფერს პატიოსნად იხდიდა და ეს უთხრეს, ეს ხალხი ისევ თანამდებობებზეა. ნეტავი არ მენახა, პარტიები,ბატონი ბიძინა კარგ საქმეს გაუკეთებდა ამ ქვეყანას, რომ ეთქვა, პოლიტიკოსებმა გაიწიეთ გვერდზე და შემოიკრებდა რამდენიმე პროფესიონალს. ხალხმა პოლიტიკა ბიზნესად აქცია. ამ ხალხს 98% დღეს პოლიტიკაშია. გრიალებენ დღეს ისინი, ვინც გარბოდა საქართველოდან „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ. ნიჭის ძალაუფლება სჭირდება საქართველოს. პროფესიონალებითაა სავსე ეს ქვეყანა. მაგრამ შენი პარტიის გარეთ უნდა გაიხედო.

 – თანაინვესტირების ფონდის შექმნის შემდეგ გეგმა ჰქონდათ, რომ მნიშვნელოვანი პროექტები უნდა დაფინანსებულიყო, ახლა კი ფინანსდება მილიარდიანი პროექტი პანორამა თბილისის. ამ ღატაკ ქვეყანაში, სადაც ხალხი შიმშილობს  და ავარიული სახლებია, ასეთი პროექტი ფინანსდება, თქვენი აზრი როგორია ამაზე?

– დღეს მთელ მსოფლიოში სახელმწიფოები აფინანსებენ პროექტს, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. დღეს სახლების აშენებას და გამაგრებას ყველაფერს ეკონომიკა აკეთებს. სააკაშვილს არ ჰქონია ეკონომიკა და რომ აშენებდა, ამიტომ დაგვექცა თავზე ყველაფერი. ეს ხდებოდა ან სესხით, ან წაგლეჯილი ფულით. მცირე ბიზნესზე ვარ ორიენტირებული, ინტელექტს ვცემ პატივს ბიზნესში. სოციალურ დაცვაზე მიდის, უამრავი თანხა და არა დასაქმებასა და ეკონომიკის აღორძინებაზე. ხალხი აჰყავთ სამსახურში, ხელფასებზე უარს ამბობენ, რომ არ დაკარგონ სოციალური დახმარებები. სოციალური დახმარებების კუთხით წავიდა ქვეყანა და სამუშაო ადგილების მოძებნა ჭირს . ქართველ კაცს სჭირდება სამუშაო.

 ესაუბრა თამარ ნინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *