(correspondent.ge)თემურ შაშიაშვილი ქუთისის მერობისთვის იბრძოლებს

 

– ბატონო თემურ, შესაძლოა არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება შეიქმნას, როგორ უყურებთ ამ პროცესს?– საქართველოში პოლიტიკამ გონება დაკარგა და ზნეობაც. მასობრივი იმედგაცრუებაა “ოცნების” გამო, სამართლიანობის აღდგენას საშველი ვერ დაადგა. “ქართული ოცნება” “ნაცმოძრაობას” ემსგავსება. ეს იმის შედეგია, რომ ერთი ცენტრიდან იმართებიან.

– რა გაძლევთ ამ განცხადების გაკეთების საფუძველს?

– ერთმანეთთან რომ კარგად არიან, ამას ყველა ხედავს. საქართველოს უბედურება 20 წლის განმავლობაში არის გარედან მართვადი პოლიტიკოსები, რომლებმაც საქართველოს პრაქტიკულად დამოუკიდებლობა წაართვეს. დარწმუნებით ვამბობ., ვიდრე საქართველოს მოსახლეობა უარს არ ეტყვის იმ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც საზღვარგარეთელ პატრონებს ემორჩილებიან, ფინანსდებიან პოლიტიკური ფულით, რომელთათვისაც მთავარია, თუ რას ფიქრობენ უცხოეთში, მანამდე ქვეყანას არ ეშველება. ამ სიტუაციიდან გამომდინარე კარგად არიან მხოლოდ გარედან დაფინანსებული პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტოორის ხელმძღვანელები. ქვეყანა რუსეთიდან და ამერიკიდან მართავდმა პოლიტიკურმა ძალებმა დაღუპეს. ამ ძალებმა გაანადგურეს საქართველოში ამერიკის, ზოგადად დასავლეთის ავტორიტეტი. თავაშვებული ლიბერალობით დარტყმის ქვეშ დააყენეს ქართული ცნობიერება, ეკლესიური განწყობა. მე როდესაც ახალი ეროვნულო მოძრაობის საჭიროებაზე ვსაუბრობ. ეს სულაც არ ნიშნავს რომ კარჩაკეტილები უნდა ვიყოთ და თვითიზოლაციაში მოვექცეთ, პირიქით, გლობალური პროცესების ეპოქაში ყოველმა ერმა ფართოდ უნდა გაუღოს კარი მეცნიერების, კულტურის, ბიზნესის გამოცდილებას. საქართველოს ორი რამ აერთიანებს უცხოეთთან. ეს არის ინტელექტი და ბიზნესი. არც ერთ აქვს საზღვრები და არც მეორეს.

– ბატონო თემურ, ჩემი კითხვა სხვა საკითხს ეხებოდა…

– გპასუხობთ, ვიღაც უზნეო ადამიანი წერს რომ ორი ოპოზიციური ბლოკი იქმნება გარეთ. “თეთრები: არც ერთში შევდივართ. და ე.ი. ოპოზიცია არ ვართ?!

– ნინო ბურჯანაძესთან ხომ იყავით, რა მოხდა თქვენს შორის? 

– მე ბურჯანაძესთან არ ვყოფილვარ. მე “სახალხო კრებაში ვიყავი. და ვრჩები. რასაც ვამბობდი,დადასტურდა “სახალხო კრება” ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების და პოლიტიკოსების ერთობაა. მე ბურჯანაძისაგან სრულიად განსხავვებული პოზიცია მაქვს მთავარ საკითხებში. ბურჯანაძე და კუკავა თვლიან, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. ასეთმა ხელოვნურად გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაღუპა საქართველო 20 წლის განმავლობაში.

– რატომ არის ხელოვნური?

– აბსოლუტურად სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. აბსოლუტურად სხვადასხვა საყრდენები აქვთ. პოლიტიკური პარტიები, რომლებსც სხვადასხვა ხედვა აქვთ, როგორ შეიძლება გაერთიანდნენ. ბუნებრივი ერთობა შეიძლება ერთი პლატფორმისა და ხედვის პარტიებს ჰქონდეთ.

– შეიძლება გაერთიანებაში ხედავენ თვითგადარჩენას… – 

– ჩვენ მათ გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ, თუ საქართველოს გადარჩენაზე. სკამზე ფიქრი მე არ მინდა. მე მათ ვუყურებ. როგორც სკამის პარტიებსა და პოლიტიკოსებს. ზნეობა პოლიტიკაში პირველია. შეიძლება ტექნიკურად რამე მოიგო, მაგრამ ზნეობრივად წააგო. ჯობია, ტექნიკურად წააგო, მაგრამ ზნეობრივად მოიგო. 20 წელია, ხელისუფლება პოლიტიკურ პარტიებს ხელს კრავს. რატომ აწყობს დღეს ნინო ბურჯანაძეს, ან სხვებს, ან მეც, თუ ამ გზით წავალთ. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც დაფინანსება აქვთ, სარეკლამო დრო აქვთ. ბურჯანაძეს არც დაფინანსება მისცა პარლამენტმა და არც სარეკლამო დრო. მაგრამ დაფინანსება აქვს 6-7 პარტიას. ესეც ხელოვნურად კეთდება. რატომ არ აქვს ერთნაირი სასტარტო მოედანი ყველა პარტიას, ბიძინა ივანიშვილმა პროამერიკულ პარტიებს მილიონ-მილიონი ჩაურიცხა. მილიონიანი დაფინანსების მქონე პარტიას როგორ უნდა მოუგო. კიდევ ერთხელ მოხდა ხიდჩატეხილობა. პატარა და დიდი მეწარმე უყურებს, თუ ამერიკასთან ხარ კარგად გაფინანსებს, თუ არადა არა. თუ ხარ ეროვნული, არ გაფინანსებს. ჩემი ხედვაა,რ ომ მოღალატე პოლიტიკოსს კარი არ უნდა გაუღო პარტიაში. კაცი, რომელიც გამგებელი იყო გამსახურდიას დროს, დარჩა შევარდნაძის დროს, შემდეგ “ნაცებში” იყო, ახლა “ოცნებაშია” და გამგებლად დარჩა, ახლა კი ატყობს. რომ რეკომენდაციას არ აპირებენ და დარბის.

– ვისზეა საუბარი?

– რა მნიშვნელობა აქვს. გეუბნებით, რომ ასეთი ფაქტებით სავსეა ეს პროცესი. მე დამირეკა რამდენიმემ და მთხოვა, თქვენი პარტიის მხარდაჭერით ვიყრი კენჭს ადგილობრივ არჩევნებშიო. მოღალატე არსად მინდა, არც პარტიაში, არც სახლში არც საქართველოში. სანამ საქართველოს მოქალაქეები უარს არ ეტყვიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობენ, ქვეყანაში წინსვლა ვერ იქნება.

– თქვენი აზრით, ვის აქვს შანსი, ამ არჩევნებზე მერის პოსტზე. რა შანსები აქვს, მაგალითად დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც ბურჯანაძის გაერთიანებამ წარადგინა?

– ბატონ დიმიტრისა და იმ პოლიტიკურ პარტიებს,. რომლებიც მას რეკომენდაციას აძლევდნენ. მეტი დაფიქრება სჭირდებოდათ. არ შეიძლება “ქართული ოცნება” თუ არ მოგწონს, ამიტომ შეეჯიბრო. მე ვთვლი, რომ თბილისის მერი სერიოზულად გამოცდილი კაცი უნდა იყოს. ვინც ნახეს მოქალაქეებმა საქმეში, ვისიც სჯერათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკა გაივსო იმ ხალხით, რომლებმაც არც სოფლის გამგებლობა იციან, არც რაიონის, არც ქალაქის. ლაპარაი ყველამ კარგად იცის, საქმის გაკეთება მითხარით ვინ როგორ იცის. მე ქუთაისში ვიყრი კენჭს. ,მე ქუთაისელების კანდიდატი ვიქნები.

– მერის პოსტზე?

– დიახ, ძალიან ბევრმა მთხოვა. თბილისის მერის პოსტზეც შემომთავაზა ბევრმა პარტიამ, მაგრამ უარი ვუთხარი, იმიტომ კი არა, რომ თბილისელ არ ვარ. ვიცი, რომ თბილისში ჩემზე მეტს სხვა გააკეთებს. მაგრამ ქუთაისში ჩემზე მეტს სხვა ვერ გააკეთებს.

– რა შანსები გაქვთ ქუთაისში?

– თუ არ გააყალბებენ. მოვიგებ. ეტყობა არ მიცნობთ.

– როგორი განწყობებია ქუთაისში თქვენდამი? მახსოვს შევარდნაძის დროს არც ისე სახარბიელო იყო. 

– ეტყობა ცუდად მიცნობთ. არ მინდა თქვენთან ვიკამათო. რა მასალებზე დაყრდნობით მეუბნებით.

– მე არ ვაპირებ კამათს, კითხვას გისვამთ…

– მე ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს და ვალდებული ვარ მუხლმოდრეკილი ვიყო ქუთაისის წინაშე. ისეთი დამოკიდებულება გამოიჩინეს მათ ჩემს მიმართ. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის “ქართული ოცნების” მირეკავენ და მეუბნებიან, თუ თქვენ მხარს არ დაგიჭერენ და ხმას არ მოგცემენ. შეიძლება პარტიიდან წავიდეთო. მე ვეუბნები, ასეთი მოძრაობები არ გვინდა. დაპირისპირებით ქვეყანა არ აშენდება. ვებრძვი იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ამოცანაა დავამარცხოთ “ნაციონალური მოძრაობა” დავამარცხოთ “ქართული ოცნება” .”თეთრების” ამოცანაა ბრძოლა საქართველოსათვის. საქართველოსთვის ვიბრძვით და არა ვინმეს წინააღმდეგ. ყველანაირი მრწამსის, ხედვის, ფილოსოფიის, პლატფორმის, მემარჯვენე. მემარცხენე პოლიტიკური ძალების გაერთიანება წარმოუდგენლად მეჩვენება. ეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. წარმოგიდგენიათ, გერმანიაში მწვანეები ვინმესთან გაერთიანდნენ? ან სოციალ-დემოჯრატები არჩევნების წინ. მესმის, პარლამენტში მთავრობის დაკომპლექტების დროს კომპრომისზე წასვლა. ეს ხდება. მაგრამ არა ყველას გაერთაინება. მე მესმის, რომ მოხდეს შეთანხმება ოპოზიციურ ძალებს შორის, გამარჯვების შემთხვევაში, როგორ კანონს მივიღებთ ოპოზიციის შესახებ. მაგრამ ამაზე ვერ თანხმდებიანმ, ვერც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე. რაზეც უნდა მოხდეს შეთანხმება. იმაზე ვერ თანხმდებიან და ერთიან პოლიტიკურ ბლოკში მიდიან.

წყარო: ,,ახალი თაობა”

ესაუბრა ნათია ხურცილავა

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *