(geonews.ge) დღეს შეუთავსებელთა შეთავსების არნახული ზეიმია – თემურ შაშიაშვილი

დღეს შეუთავსებელთა შეთავსების არნახული ზეიმია. პარტიები, რომლებიც ვერ შეთანხმდნენ ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატიული საარჩევნო სისტემა და კანონი ოპოზიციის შესახებ, ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანდნენ. ეს არის პარტიათა მექანიკური გაერთიანება – შეუთავსებელის შეთავსება, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„ მსგავსი რამ სცადეს გამსახურდიამ, შევარდნაძემ, სააკაშვილმა და ამან რა შედეგი მოიტანა ვნახეთ. სამწუხაროდ, შეუთავსებელთა შეთავსება მოინდომა ივანიშვილმა და ეს იყო კატასტროფა. აბსოლუტურად განსხვავებული მრწამსის, ხედვის, ფილოსოფიის, პლატფორმის, მემარჯვენე, მემარცხენე პოლიტიკური ძალების გაერთიანება წარმოუდგენლად მეჩვენება. ეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“,- განაცხადა შაშიაშვილმა.

როგორც „თეთრების“ ლიდერი აცხადებს, პარტიათა ნაწილის მხრიდან ეს ნაბიჯი გამოწვეულია არათანაბარი სასტარტო პირობებით, ზოგიერთ პარტიას აქვს მილიონიანი დაფინანსება, სრეკლამო დრო, ზოგიერთს კი არანაირი ფინანსური შესაძლებლობა. ანუ საარჩევნო გარემო არის არათანაბარი, რაც უბიძგებს პარტიებს მექანიკური გაერთიანებისკენ.

მიუხედავად ამისა, თემურ შაშიაშვილის თქმით, პარტიათა ერთობას საერთო მსოფლმხედველობა უნდა განაპირობებდეს და არა თვითგადარჩენის ინსტინქტი.

„ ჩვენ პარტიების გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ, თუ საქართველოს გადარჩენაზე?. სკამზე ფიქრი მე არ მინდა. მე მათ ვუყურებ. როგორც სკამის პარტიებსა და პოლიტიკოსებს. ზნეობა პოლიტიკაში პირველია. შეიძლება ტექნიკურად რამე მოიგო, მაგრამ ზნეობრივად წააგო. ჯობია, ტექნიკურად წააგო, მაგრამ ზნეობრივად მოიგო“, – აცხადებს თეთრების ლიდერი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *