(პირველი)„პროკურატურა სწორი გზით წავიდა, ჟვანიას დაცვის წევრები რომ დააპატიმრა“

 

news_22506პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი, პროკურატურის საქმიანობით კმაყოფილია. ის ჟვანიას მკვლელობის მიზეზებზე თავის ვარაუდს გამოთქვამს.

მისი თქმით, რა თემაზეც ახლა ხმამაღლა საუბრობენ მან დიდი ხნის წინ თქვა და კიდევ ბევრს იტყვის. „მიკვირდა, ამდენი ხანი რომ არ ვყავდი მიწვეული პროკურატურას. იმიტომ , რომ პირველმა ვთქვი ის, რაზეც ახლა ყველა ლაპარაკობს და ლამის ახალი ამერიკა აღმოაჩინეს ამ თემით. 2009 წლის 23 ნოემბერს, როცა ეს ამბავი ჩვენთვის ცნობილი გახდა, მივმართეთ მიხეილ სააკაშვილს და ვთხოვთ, გამოექვეყნებინათ ოფიციალური დასკვნა, თუ რა იყო პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზი. მე ვთქვი, მოდით ხალხო, გავერთიანდეთ და გავაკეთოთ საჯაროდ პროექტი – ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას.

მინდია უგრეხელიძე, ეს ევროპული დონის იურისტი, მის მონაწილეობით უნდა განხორციელებულიყო ეს პროექტი. შევიკრიბეთ, პარტიებს ვთხოვეთ ათას ათასი დოლარი შევკრიბოთ, ერთმა ტელევიზიამ მოითხოვა ამის გადმოსაცემად წარმოუდგენელი რაოდენობის ფული, ერთი მილიონი ჯდებოდა ამ პროექტის განხორციელება, ამის თანხა არავის აღმოაჩნდა. დღესაც ვაყენებ ამ საკითხს, განხორციელდეს ეს პროექტი, 600- გვერდიანი დასკვნა წარვადგინეთ პროკურატურაში სახელწოდებით“ ქართველი ხალხის გენოციდი“.
ჟვანიას სხვა ხედვა ჰქონდა ქვეყნის განვითარებაზე, სხვა ჰქონდა სააკაშვილს, ამ ორი ხედვის დაჯახების შედეგია ჩემი ვარაუდით ჟვანიას მკვლელობა არსებობს ჩანაწერები, რომლის ნაწილი გავასაჯაროვე, ამ ხალხის დიდი ნაწილი დღეს ცოცხალი აღარ არის. იქ ფეხის ხმა ისმის, მძიმე რაღაც მოაქვთ, მერე ისმის სააკაშვილის ხმა, რომელიც ამბობს, როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გააკეთეო. ეს ორი პიროვნება, ვინც ეს ჩანაწერი ბოლომდე მოისმინა, ორივე მოკლულია. ქვეყნის გარეთ არიან მოკლულები. ათამდე პიროვნება, ვინც იცოდა რაღაც, ყველა გარდაცვლილია. იცოდნენ, მე კასეტა არ მქონდა. რომ ცოდნოდათ კასეტა მქონდა, მომკლავდნენ!“ პროკურატურა სწორი გზით წავიდა და დააპატიმრა ის ორი დაცვის წევრი. მინის ჩამოწევა უნდოდა შევარდნაძის და დაცვამ ამის უფლება არ მისცა. ხელით შეაგდეს მანქანაში ერთხელ დაცვის წევრებმა შევარდნაძე, ამათ კი პრემიერი მარტო და დატოვეს. ჩემს სახლთან მოხდა პირველი აფეთქება და ამის შემდეგ დედაჩემი სახლიდან გარეთ არ გასულა.

2003 წლის ბოლოს თუ 2004 წლის დასაწყისში. იმდენი რამე მაქვს სათქმელი, რაც მათ გამიკეთეს, პირველი ვისაც მიადგნენ, მე ვიყავი, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ. მე ვამხილე შევარდნაძის და სააკაშვილის ოჯახური ბიზნესები, ტყიბულთან, ზესტაფონთან იყო დაკავშირებული, ეს ბანდები მე ვამხილე. მოვიგე სასამართლო მილიონ სამასი ათასი დოლარი და მოვიდა თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებაში, სასამართლომ გააუქმა ჩემი მოგება და ბაჟის გადასახადი მომივიდა ხუთი ათასი ლარი, დღესაც მევალეების სიაში ვარ. ამათ საქართველოს მოსახლეობას მოუწყვეს გენოციდი.ეკონომიკა სჭირდება ქვეყანას, ახლა ის მეჯღანუასვილების ხელშია. შეიქმნა ფონდი, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი ბეჟუაშვილია“, – აცხადებს შაშიაშვილი „ახალ თაობასთან“ საუბრისას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *