(პირველი ) ქუთაისში ჩემზე მეტს სხვა ვერ გააკეთებს’’

198941_137527276315997_2345779_nპარტია ,,თეთრების’’ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. მისი განცხადებით, თუ არჩევნები არ გაყალბდა, გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

,,მე ქუთაისში ვიყრი კენჭს. ქუთაისელების კანდიდატი ვიქნები, ძალიან ბევრმა მთხოვა. თბილისის მერის პოსტზეც შემომთავაზა ბევრმა პარტიამ, მაგრამ უარი ვუთხარი, იმიტომ კი არა, რომ თბილისელი არ ვარ, ვიცი, რომ თბილისში ჩემზე მეტს სხვა გააკეთებს, მაგრამ ქუთაისში ჩემზე მეტს სხვა ვერ გააკეთებს… ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს და ვალდებული ვარ, მუხლმოდრეკილი ვიყო ქუთაისის წინაშე, ისეთი დამოკიდებულება გამოიჩინეს მათ ჩემს მიმართ. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელბი, მათ შორის ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლები მირეკავენ და მეუბნებიან: თუ თქვენ მხარს არ დაგიჭერენ და ხმას არ მოგცემენ, შეიძლება, პარტიიდან გავიდეთ. მე ვეუბნები, რომ ასეთი მოძრაობები არ გვინდა’’, – განუცხადა შაშიაშვილმა ,,ახალ თაობას’’.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *