(ალია) თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკური კრიზისი უმართავი ხდება

 

224008_146438458758212_6848026_n“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი გზა არის ოპოზიციის თაობაზე კანონის ოპერატიულად მიღება და ამის შენდეგ უმოკლეს პერიოდში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

რას გულისხმობს კონკრეტულად ოპოზიციის თაობაზე კანონის მიღებაში, “ალია” თემურ შაშიაშვილს დაუკავშირდა.

– ბატონო თემურ, რა კანონს გულისხმობთ, შეგიძლიათ დამიკონკრეტოთ?

– ყველა ცივილიზებულ ქვეყანას, რომელიც დემოკრატიის გზით მიდის, აქვს კანონი ოპოზიციის შესახებ, ან მისი მსგავსი. ეს ნიშნავს იმას, რომ თამაშის წესები არის შეთანხმებული. ვინც არ უნდა მოვიდე ხელისუფლებაში, ოპოზიციის კანონი მოქმედებს, რადგან ორგანულ კანონშია,. ანუ აუცილებელი არაა, ეს კანონი უნდა იყოს ცალკე, რადგან ის ოპოზიციის შესახებ კანონია და შეიძლება, ორგანულშიც იყოს. საქართველოში ყველა, ვინც ოპოზიციაა, აყენებს საკითხს ხელისუფლების მიმართ, თვითონ მოდის მერე ხელისუფლებაში და ამას არ აკეთებს. ამიტომ ყველა გადატრიალება აქედან მოდის. ამ საკითხს დიდი ხანია ვლობირებ და ვეუბნები  მათ, 16-იანების,  8-ანების გაერთიანებების დროს, ნუ ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნებზე, შეიქმნას პარტიების ერთობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. პარტიები უნდა ვერთიანდებოდეთ  ასეთ რამეებში და არა სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიები ერთად უნდა მივდიოდეთ არჩევნებზე. საქართველოში ყველაფერი გადაბრუნებულად ხდება, რაშიც უნდა ვერთიანდებოდეთ პარტიები, იმაში არ ვერთიანდებით და ვერთიანდებით იქ, სადაც უნდა გვქონდეს განსხვავებული მიდგომები. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმაში, რომ ვქმნიდეთ ისეთ კანონს, როგორც ამერიკელებმა შექმნეს კონსტიტუციის დროს. ყველაზე დიდი პიროვნებები, რომლებიც ქმნიდნენ ამ კონსტიტუციას, ამბობდნენ, კიდევ კარგი,რომ ხელისუფლებაში მისვლამდე დავწერეთ ეს, თორემ მერე კანონს ჩვენზე მოვირგებდითო. რატომ ირგებს ნებისმიერი ხელისუფლება კანონს თავის თავზე,? იმიტომ, რომ არ არსებობს კანონი ოპოზიციის შესახებ

– რა უნდა ეწეროს ამ კანონში, რა უგლებები და მოვალეობები უნდა გაიწეროს?

– ჩაიწერება იქ, რომ ვერავინ შეძლოს, გაყალბდეს არჩევნები, თქვენ ხედავთ, რომ “8-ანი” ვიდრე ოპოზიციაში იყო… ხომ მივიდა ხელისუფლებაში, აბსოლუტურად არაფერს აკეთებს იქიდან, რა მოთხოვნასაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა. ამიტომ, ჩვემ ყველა, ვინც ოპოზიცია ვართ, ვსხდებით და ვთანხმდებით, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ჩვენს შორის, ამ კანონს დავიცავთ და ვიქნებით სიტყვის პატრონები. ისინი იმაზე კი არ უნდა თანხმდებოდნენ, საარჩევნო კომისიაში ვის რამდენი უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი,არამედ იმაზე, რომ ყველამ უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება. როცა ხელისუფლებაში მიდის, ყველა თავისკენ ქაჩავს საბანს, მაგრამ როცა ოპოზიციაში ხარ, მაშინ უნდა დავწეროთ, რომ შეთანხმება დაიდოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. და მივიღოთ ეს კანონი რომ მოვა დრო, რომ ეს ხელისუფლებაც აღმოჩნდება ოდესღაც ოპოზიციაში.

იაპონიაში მხოლოდ სასამართლო წესით იცვლებიან რიგითი მუშაკები, აქ ვინც მოვიდა, ყველა ეუბნება ძველს,დაწერე განცხადება, წადიო და მერე მოჰყავს თავისი ხალხი, ეს უნდა დასრულდეს! რასაც მე ვთავაზობ, იცით, ამით რა მოხდება? კაცი, რომელიც მუშაობს მერიაში, იმას არ აინტერესებს,ვინ არის ქალაქის მერი. ის არის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი და ვინც უნდა მოვიდეს მერად, ვინც უნდა წავიდეს,ის აკეთებს თავის საქმეს.

შემდეგი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ – კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ნიშნავს ოპოზიცია. ანუ ფულის მხარჯველს, რომელიც არის მინისტრი, მისი მოადგილეების და სხვები, ფულის მაკონტროლებლად ეყოლება ოპოზიცია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მუშტი და ყვირილი კი არ არის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის სისტემა, რომელიც ოპოზიციის შესახებ კანონშია ჩადებული.

ოპოზიციას ყველა სამსახურში მინისტრის მოადგილედ თავისი წარმომადგენელი ჰყავს. ოპოზიციის კანონში დაიწერება, რომ პოლიზციის უფროსებსა და მოსამართლის რაიონის მოსახლეობა ირჩევს, ხოლო განათლების საბჭოს რაიონის ხელმძღვანელობა.

 – ამის გაკეთებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. იმედი გაქვთ, რომ მიიღებენ?

– დღეს ხელისუფლებაში არიან ალასანია, “რესპუბლიკელები” კონსერვატორები, რომელებიც სააკაშვილის ხელისუფლებას სთხოვდნენ საქმის გაკეთებას, ახლა ხომ თვითონ არიან ხელისუფლებბაში, რას აკეთებენ? ოპოზიციის შესახებ კანონის მიღებას მთელი ქვეყანა უნდა ადევნებდეს თვალყურს. ეს უნდა იყოს საჯარო, ტელევიზიით უნდა გადაიცემოდეს, რომ ხალხი ხედავდეს, რომელ პარტიას რა წინადადება შეაქვს ამ კანონში. ამის მიხედვით იზომება მისი დემოკრატიულობა და ის, თუ რამდენად ფიქრობს ის ქვეყანაზე. საქართველოს  პოლიტიკური პარტიების 99% ფიქრობს სკამზე. დღეს საქართველოში სკამის პოლიტიკოსები არიან, სახელმწიფოს მოღვაწეს ვერ ნახავთ პოლიტიკაში, ამათ პოლიტიკა ბიზნესად აქციეს, იმიტომ, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს თითქოსდა მარტივ საკითხებს, რომლებსავ სინამდვილეში იმიტომ არ აწესრიგებენ, რომ სკამები მიიღონ.

 – თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ეფექტური გზა ვადამდელი არჩევნებია. მაგრამ ხელისუფლების მხრდან ამის სურვილი არ ჩანს.

– ვერ მოვიდა ხელსიუფლება რომელიც იტყვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ერტნაირი სასტარტო მოედანს აძლევს. მოდის ბელადი და პარტიას ირჩევს, ეს გააკეთა გამსახურდიამ, და ნახეთ, რა დამართა თავის თავს. გააკეთა შევარდნაძემ და რა მოუტანა ქვეყანას, დავინახეთ, იგივე გააკეთა სააკაშვილმა და, სამწუხაროდ, იგივე გააკეთა ივანიშვილმა. ყველაზე დიდი საშუალება ბატონ ბიძინას ჰქონდა რომ პოლიტიკოსებისათვის ეთქვა, ნახეთ, გაიწიეთ, რადგან დაღუპეთ ეს ქვეყანა. კარგი იქნებოდა, რომ ეთქვა მარტო “რესპუბლიკელებს” კი არა , ყველა პარტიას გაძლევთ მილიონს, რათა არავის არ გაერთიანებთ, არავის არ გეუფროსებით და რაღაც პარტიების ლიდერი კი არა, მართლაც ეროვნული ლიდერი იქნებოდა. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასა და მათ შორის მეც წამართმევდა სათქმელს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მილიონები დაურიგეს მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებს, ორი პარტია, რომელმაც გადაწყვიტა, ხელი არ შეეშალა ივანიშვილისთვის “ნაცების” “დამარცხებაში. ვიყავით ჩვენ და ბინო ბურჯანაძე.

 – როგორც ვიცი, უცხოეთში იყავით, როგორია იქ მცხოვრები ქართველების პოზიცია და შეფასებები? 

– მე არც ერთი ქვეყნის პოლიტიკოსებთან არანაირი საქმე არ მაქვს. მე ევროპაში ვიყავი და არ შევწყვეტ იქ სიარულს, სანამ არ მოვამზადებ დოკუმენტს “ემიგრანტთა განწყობა გადაძახილი მომავლის საქართველოსათვის”. ეს არის ვეებერთელა დოკუმენტი, რომელშიც გვიწერია, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს, რომლის მიხედვიტაც ყოველი ქართველი და აფხაზი, სადაც არ უნდა დაიბადოს, საქართველოს მოქალაქედ  ითვლებოდეს. მე ევროპაში, თურქეთში შევხვდი ქართველ ხალხს, რომლებთან ერთადაც შევქმენი ეს დოკუმენტი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საზღვარგარეთ მე ვხედავ ხალხს, რომელთაც საქართველოსთვის ოქროს ფონდის როლის შესრულება შეულიათ. მათ იციან ნამდვილი ევროპა. ნამდვილი რუსეთი,მათი დაბრუნება მარტო მათი გამოცდილების გამო ღირს და მეორე  კიდევ იმ ბიზნესის მხარდაჭერისათვის, რომელსაც ისინი საზღვარგარეთ ფლობენ..

ესაუბრა ჟანა ასანიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *