გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

აღდგომაქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინა  ცხოვრების მიმნიჭებელი!

დღეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. დღეს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების ზეიმია. დღევანდელ დღეს მაცხოვარმა კაცობრიობა გამოიხსნა ცოდვებისაგან და დაუბრუნა გზა  სიცოცხლისკენ!

წმიდა მამები ამბობენ: „თავისუფლებისათვის გაგათავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები!“ – ო, როგორ გვჭირდება დღევანდელ საქართველოში ამის გაცნობიერება – ეს არის უფლის გზა…  გზა ბუნებრივისაკენ… რამეთუ ქართველის ბუნებრივი მდგომარეობა თავისუფლებაა. სწორედ ასეთი საქართველო იქნება ნიჭის ძალაუფლების საქართველო.

ამ უდიდეს დღეს ვულოცავთ სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მთელს მსოფლიოში, სრულიად ქართველობას.  გვეცხოვროს ევროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ყოველი ოჯახი და ყოველი ადამიანი განურჩევლად მისი მსოფლმხედველობისა და რელიგიური მრწამსისა, იქნება ბედნიერი იმით, რომ იცხოვრებს ღვთის მადლით და მომავლის იმედით.

მწამს და მჯერა, რომ როგორც მაცხოვარმა დაამსხვრია სიკვდილის ბორკილები ზუსტად ასე გვაქვს დასამსხვრევი ქართველობას, საქართველოს მოქალაქეებს ჩვენს თავს დამოკლეს მახვილივით დაკიდებული სხვის იმედად ყოფნის ბორკილები.

უფლის ნებით და ჩვენი მონდომებით ამას შევძლებთ – ეს, სწორედ ეს იქნება საქართველოს გაბრწყინების დიდი საწყისი.მწამს და მჯერა, თითოეულ ჩვენგანში არის ამის ძალაც და განწყობაც.

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად!

 

თემურ შაშიაშვილი

2014 წლის 20 აპრილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *