(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: მინდა ეს ნაბიჯი აღდგომას გადადგას ხელისუფლებამ

 

224008_146438458758212_6848026_n„აღდგომა ის დღეა,  მხოლოდ დღესასწაულზე უნდა იფიქრო ადამიანმა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ღმერთმა ჩვენ სისხლის ფასად მოგვცა თავისუფლება და ნუ ვიქნებით ადამიანთა მონები.”-

ამბობს “რეპორტიორთან“ საუბარში თემურ შაშიაშვილი. მოძრაობა „თეთრების „ ლიდერი ხელისუფლებას სთხოვს აღდგომის დღსასწაულისთვის ყურად იღოს რეჟოსირ რეზო ჩხეიძის ინიციატივა. 

„მინდა ღმერთმა მისცეს საქართველოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში  დამამცირებელ ბრძოლას არსებობისათვის შეცვლის.  ამ ოცმა წელმა საქართველო დამოუკიდებელი გახადა ფორმალურად, რეალურად ჩვენ გაცილებით დამოკიდებული  და  გარედან მართვადი გავხდით. მინდა, რომ დამთავრდეს ლაპარაკი წარსულზე და ვიფიქროთ მხოლოდ მომავალზე. ქართული კინოს პატრიარქი, მშვიდობის ელჩი, რეზო ჩხეიძე პრეზიდენტს და პარლამენტს სთხოვდა, საახალწლოდ გაეკეთებინათ ის, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვი, 60 წელს გადაცილებული  ქალბატონი და 65 წელს გადაცილებული მამაკაცი ციხეში არ ყოფილიყო, თუ რა თქმა, უნდა სახელმწიფოს საწინააღმდეგო რამე არ ჩაუდენიათ. მინდა ეს ნაბიჯი აღდგომას მაინც გადადგას ხელისუფლებამ.“-ამბობს შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *