(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: “ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს მოსახლეობას, რომ ბევრი ადამიანის ნათქვამი არ გაიზიარა”

549232_327840980617958_1377696455_n“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამ დღეებში ევროპის არაერთ ქვეყანაში  შეხვდა ქართველ ემიგრანტებს. მისი თქმით, ახალი ხელისუფლების მიმართ კი არსებობს კეთილგანწყობა, მაგრამ ამავე დროს შეინიშნება გარკვეული იმედგაცრუებაც, უცხოეთშო უკვე ლაპარაკობენ საქართველოს ხელისუფლებაში დაპირისპირებაზე. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ბატონი თემურ შაშიაშვილი “ქრონიკას ესაუბრა.

– მე ძალიან კარგად ვიცი, რას ფიქრობენ ქართველები გერმანიაში, საფრანგეთში,  ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში.თითქმის არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, სადაც არ შევხვდი ქართველებს და არ ვეთათბირე, რა სურათსაც ვხედავ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ ამ ადამიანებს ჩვენ ვერ ვიყენებთ, ამის შესახებ მე წინა ინტერვიუში უკვე გითხარით. ჩვენ გვყავს ძალიან ჭკვიანი ადამიანები უცხოეთში, თუ მათ დავაბრუნებთ, ეს იქნება ნამდვილი ევროპული აზროვნების შემოდინება.

– ბატონო თემურ, უცხოეთიდან საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ცოტა სხვანაირად ჩანს, რას ამბობენ ჩვენი ემიგრანტები დღევანდელ მდგომარეობაზე?

– არის იმედგაცრუება,. ეს ხალხი წელიწადნახევრის განმავლობაში სხვა შედეგს ელოდა, ფიქრობდნენ, საქართველოში ერთ წელიწადში მაინც დავბრუნდებითო. მე მათ ვუმტკიცებ, რომ ამ 10 წლიანმა რეჟიმმა ძალიან მძიმე კვალი დაამჩნია ქვეყანას. ასე იოლი არ არის ყველაფრის გამოსწორება. საქართველოს მოსახლეობის მორჩილებამ “ნაციონალური” რეჟიმისადმი ძალიან წაახდინა მთელი ქვეყანა. თუმცა ვერ დავმალავ, რომ უცხოეთის ქვეყნებში ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული კეთილგანწყობა ბიძინა ივანიშვილის, ასევე ირაკლი  ღარიბაშვილის მიმართ. მაგრამ ძალიან შეშფოთებულია ხალხი პრეზიდენ მარგველაშვილთან დაკავშირებით. ძალიან მოსწონთ ფორმულა. ხელისუფლებამ უნდა აკეთოს არა ის, რაც შეუძლია, არამედ მთელი ქვეყნის პოტენციალი გამოიყენოს და შეუძლებელი შეძლოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ საქართველოში მეჯღანუაშვილების ბიზნესები არ მოისპო, ვერავითარი ფორმულები ვერ გვიშველის.

ჩვენმა გადახვეწილმა თანამემამულეებმა ძალიან კარგად იციან,რას ნიშნავს ევროპა და ხშირად ჩვენს მსჯელობაზე ეცინებათ კიდეც, ყველა ქვეყანა ფიქრობს საკუთარ ფესვებზე, საკუთარ ტრადიციებზე, ამერიკაც კი ამ გზით მოძრაობს. ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოში საწინაააღმდეგო პროცესი მიმდინარეობს. ჩვენთან ჩამორჩენილსა და გოიმს ეძახიან მას, ვინც ტრადიციებზე ლაპარაკობს. დამიჯერეთ, ევროპა სულ სხვა გზით მიდის.

 – ბატონო თემურ, მეც მაქვს ურთიერთობები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან და აშკარად ჩანს,რომ მათ უფრო დახვეწილი დამოკიდებულება აქვთ ევროპულ ღირებულებებთან, თუ ჩვენ ამ ხალხს ჩამოვიყვანთ, ძალიან კარგი იქნება.

– გეთანხმებით, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყოველწლიურად საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში გავუშვებდი სულ მცირე 200 ჟურნალისტს, ისინი ძალიან კარგად ჩამოიტანდნენ ამბებს, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ევროპული ცხოვრება,. აი, ეს იქნებოდა ჟურნალისტების მართლა გადამზადება, რაზეც ამასწინათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდა.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მიმტკიცებენ, რომ არავისზე ცუდები არ ვართ, პირიქით, ჩვენი ძალიან ბევრს  შურსო. ბატონებო, ნუ ლაპარაკობთ ამას, ჩვენ არავისი მისაბაძი არაფერი არ გვჭირს, თურაშაულის პატრონები ტყეში ნუ ვეძებთ პანტას. ჩვენ ხმამაღლა ვყვირით, ნატო და ევროკავშირი, ისინი ამაზე იცინიან. ვინც ნატოში და ევროკავშირშია, იქიდან გამოსვლაზე ოცნებობენ და ჩვენ რა გვჭირსო?! ჩემი განწყობა გვერდზე გადავდოთ, მე ვლაპარაკობ ხალხის განწყობაზე. აბა დაელაპარაკეთ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს, ან ესპანეთში მცხოვრებ ქართველებს, უნდათ საერთოდ ევროკავშირი? ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნგრელებმა უარი უთხრეს ევროპის რეკომენდაციებს და კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. ამაზე ჩვენმა პრემიერ-მინისტრმაც ილაპარაკა და ამას ეძახიან ევროპისაგან ზურგშექცევას. ვეღარ მოვიშორეთ პროვინციალიზმი, თითქოს ჩვენ ვართ ცუდები და სხვები არიან უკეთესები. ვინც აქებს ამერიკას, ევროპას,  აზრზე არ არის , რას ლაპარაკობს, აი, ეს არის სწორედ დიდი გოიმობა.

ნახეთ, რა ხდება უკრაინაში, უნდა გამართულიყო ოთხმხრივი შეხვედრა, ამერიკელების , რუსების, უკრაინელებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის. ორჯერ ჩაიშალა ეს შეხვედრა და სალაპარაკოდ დასხდნენ მხოლოდ რუსები და ამერიკელები. ერთი ქვეყნის მონობაც ტრაგედიაა და მეორე ქვეყნისაც/ დღეს ეს ორი ქვეყანა ძალიან ბევრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. ევროპაში სწორედ ამაზე ლაპარაკობენ და ამერიკის მიმართ უფრო არის აგრესია. გაოცებული დავრჩი, ამ ქვეყანამ მსოფლიო უფროსობა მოინდომა და თურმე რუსეთი უშლის ხელს. ფინელებმა მითხრეს, რუსეთში ერთსქესიანთა ქორწინებას რომ ებრძვიან, ეს მისასალმებელიაო. აქებენ და ადიდებენ რუსეთსაც და პუტინსაც. ჩვენ არ უნდა შევიძულოთ არც ერთიდა არც მეორე ქვეყანა, მაგრამ არსებობს ზომიერებისფარგლები. . ამ ზომიერებით გამორჩეული იყო ქართველი კაცი, მაგრამ ეხლა ყველაფერი იშლება. არ ცხოვრობს მსოფლიო იმ განწყობით, რა განწყობითაც ჩვენ ვცხოვრობთ. საქართველოს ხელისუფლებამ ისიც მოახერხა, რომ არჩევნებში ემიგრანტებმა მიიღონ მონაწილეობა. თქვენ იცით, რომ მე ქუთაისში ვიყრი კენჭს მერის თანამდებობაზე.ამ ქალაქში არ ცხოვრობს იმდენი ადამიანი, რამდენი ამომრჩეველიც არის დაფიქსირებული. 180 ათასი კაცია სიებში და სინამდვილეში 150 ათასიც არ ცხოვრობს. ახლა გაუშვეს მესიკი, ერთად ავაშენოთ მომავალიო. თუ ასეა, მაშინ მაქვს შეკითვა. – მე სხვა ვარ და ამ მშენებლებში არ შევდივარ?! მე უნდა ვიყო თავისუფალი და შენ არ უნდა იწვევდე კრებას და არ უნდა ამბობდე, მოდი, შაშიაშვილი რაღაც ხერხებით მოვიშოროთო…

 – ვინ ჩაატარა კრება?

– ამას არ დავაკონკრეტებ, ჩაივლის არჩევნები და მერე ვიტყვი. ყველა ქვეყანას დაადგა საშველი. შეიმუშავეს ისეთი კანონი ოპოზიციის შესახებ, სადაც ზუსტად არის ყველაფერი გაწერილი. ბევრ ქვეყანაში ზოგიერთი პარტია არ ცდილობს გამარჯვებას, უბრალოდ ოპოზიციაში ჩადგომა ურჩევნია, ოპოზიციურ პარტიებს ძალიან დიდი უფლებეი აქვთ.

 – თქვენ  “თეთრების” ეგიდით იყრით კენჭს?

– საინიციატივო ჯგუფებს ჩამოართვეს კანდიდატურების წარდგენის უფლება. მე ესეც ვერ გავიგე, რატომ.

 – კანონში ცვლილების შეტანამდე ამტკიცებდნენ, საინიციატიბო ჯგუფების საშუალებით ძალიან ბევრი “ნაციონალი” გაძვრებაო.

– კარგი, რა, კარგი,ეს თითიდან გამოწოვილი ამბავია. “ნაციონალებზე” ამ ხელისუფლებამ საერთოდ აღარ უნდა ილაპარაკოს. ქართველ ხალხს “ნაციონალებზე” ფიქრი აღარ სჭირდება. მე მოსახლეობაში ნაციონალების მიმართ ინტერესს ვერ ვხედავ. ხალხი ელოდება ხელისუფლებისაგან უფრო მეტს, ვინც ბატონ ბიძინას არ მოეფერება და სიმართლეს პირში ეტყვის, ის ყველანი მტერი ჰგონია. ამათ მტრები თავიანთ პარტიებში მოძებნონ, ძალიან ბლომად არიან. მე ყოველთვის კრიტიკით გამოვდიოდი და იმასაც ვამბობდი,რომ მარგველაშვილი არ იყო შესაბამისი კანდიდატურა. ახლა ივანიშვილი გამოდის და ამბობს, შევცდიო. მარგველაშვილი ამერიკელების დასმულია და რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს. ეს არ გამართლდა? ბატონმა ბიძინამ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს მოსახლეობას, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ნათქვამი არ გაიზიარა. ახლა კოალიციაში სერიოზული ბრძოლებია…

 – “სახალხო კრებაზე” მინდა გკითხოთ, ცოტა არ იყოს , ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის პასუხმა დამაბნია, როცა მითხრა, პოლიტიკა საერთოდ აღარ მაინტერესებსო, რა ხდება, ეს მოძრაობა საერთოდ გაჩერდა?

– დავიწყებ იქიდან, რომ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მეც  შემომთავაზა თავის ბლოკში გაერთიანება. მაგრამ უარი ვთქვი. მე სხვადასხვა ხედვის პოლიტკურ პარტიებთან ვერ გავერთიანდებოდი. კიბატონო, თანამშრომლობა შემიძლია, მაგრამ ბლოკში ვერავისთან ვერ შევალ. მე არც ის მიმაჩნია სწორად, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანდება. ნონა გაფრინდაშვილი არასდროს არ თვლიდა თავის თავს პოლიტიკოსად, ის ყოველთვის მოქმედებდა საკუთარი პრინციპებით. მე ადრე მეგონა, რომ კარგად ვიცნობდი ნონა გაფრინდაშვილს, მაგრამ თანამშრომლობის პერიოდში აღმოვაჩინე გაცილებით უკეთესი ადამიანი, იგივეს ვიტყვი ელიზბარ ჯაველიძეზე, გია ბურჯანაძეზე, რეზო ესაძეზე. ეს ადამიანები იყვნენ “სახალხო კრებაში”/

 – წარსული ფორმით რატომ ლაპარაკობთ, აღარ არიან?

– არა, მე ვლაპარაკობ იმ პერიოდზე,. “სახალხო კრებას” აქვს ასეთი პოზიცია, როდესაც პარტიები ფაფხურობენ, ის უნდა გაჩერდეს. არჩევნების დროს “სახალხო კრება” არასდროს აქტიურობს.

– ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად უჭერდით მხარს…

– ახლა მე ცალკე ვიყრი კენჭს, ნინო ბურჯანაძე – ცალკე. “სახალხო კრება,” ვის უნდა დაუჭიროს მხარი, მე თუ ბურჯანაძეს?.. ნონა გაფრინდაშვილი ვერ გააკეთებს იმას, რომ ან ცალკე  მე დამიჭიროს მხარი, ან ქალბატონ ნინოს. მას აქვს ძალიან დიდი კეთილგანწყობა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მე ამას მივესალმებდი და თავიდანვე ვისურვებდი, რომ ნონა გაფრინდაშვილთან და სხვებთან უფრო მეტი შეხვედრები ყოფილიყო2012 წლის არჩევნების პერიოდში.  ქალბატონ ნონას ჰქონდა იმის მცდელობაც , რომ ივანიშვილსა და ბურჯანაძეს შორის თანამშრომლობა შემდგარიყო, მაგრამ ეს თანამშრომლობა არ შედგა, ჩვენ ქალბატონ ნონას ერთხელ ისიც ვუთხარით, თუ პოლიტიკოსები ხელს გიშლით ივანიშვილთან ურთიერთობაში, ჩვენ წავალთო. მაგრამ მან გვიპასუხა, კომპრომისებზე არ მივდივარ, ბატონმა ბიძინამ მიგვიღოს ისეთი, როგორებიც ვართ და როგორებიც ვიდექით 26 მაისს აქციაზეო! არ ვიცი, შეიძლება მათ ურთიერთობას მეც შევუშალე ხელი და ნინო ბურჯანაძემაც, მაგრამ ასე მოხდა. ეხლა ჩემთანაც მოდიან ადამაინები,  ძალიან კარგი პიროვნებები და მეუბნებიან, ჩვენ მივალთ ბიძინა ივანიშვილთან და ვეტყვით. რომ არჩევნებში მოგეხმაროთო აგერ ბატონი რეზო ჩხეიძე, რომელსაც პირადად ვუთხარი უარი, თუ თქვენ ივანიშვილთან მიხვალთ, მე კანდიდატურას მოვხსნი მეთქი. მე მირჩევნია საკუთარი შესაძლებლობებით გავიმარჯვო. სხვათა შორის, მე არც უწმიდესობისა და საპატრიარქოს კეთილგანწყობას ვიყენებ. ზოგიერთივით. რომ გამოვფინო,რამდენი საჩუქარი მაქვს უწმინდესობისაგან მიღებული, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ ამას არ გავაკეთებ.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *