(newspress.ge)თემურ შაშიაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა აშშ-ს ავტორიტეტი გაანადგურა

 

temiriპარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში აშშ-ს ავტორიტეტი გაანადგურა. ამის შესახებ შაშიაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც სააკაშვილი ამბობს, ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა საქართველოს ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს მისი ხელშეუხებლობა ულტიმატუმის ენით მოსთხოვეს.
„სამწუხაროა, რომ ასეთ არსებას, მსგავსი განცხადების გამკეთებელს, საქართველოს მოსახლეობისათვის გენოციდის მომწყობს ასე იცავს ამერიკა. ამ განცხადების პატიება ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია. გაუგებარია, ასეთი რა ვალი აქვთ აშშ-ს ხელისუფალთ სააკაშვილის მიმართ, რომ ამერიკის და მისი ხელისუფლების ავტორიტეტის შემლახავი ასეთი თავხედური განცხადება აპატიონ“ -აცხადებს შაშიაშვილი.
იგი სურვილს გამოთქვამს, რომ ამერიკის საელჩომ მაინც შეაფასოს სააკაშვილის განცხადება, რადგან მისი თქმით, ეს კარგი იქნება როგორც აშშ-ს ავტორიტეტისთვის, ასევე საქართველოსათვის, რომელსაც ამერიკასთან მეგობრობა სურს.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *