იმედია, სახელმწიფოებრივი აზროვნება დაძლევს ვიწრო პარტიულ

224008_146438458758212_6848026_n26 აპრილს, სპორტის სასახლეში, ადგილობრივ საარჩევნო მარათონში მონაწილე „ოცნების“ კანდიდატების წარდგენისას, ბატონ პრემიერს უბრძანებია, ჩვენი ფავორიტის წორედ ის კაცია, ქუთაისს რომ სჭირდებაო – ამბობს „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი.

„მსგავსი განცხადების გაკეთება ბატონ ღარიბაშვილის, როგორც პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური მოვალეობა იყო  მისდამი კეთილგანწყობით, იმედს ვიტოვებთ, ასეთი წარდგენა სახელწმიფოს პრემიერს ხელს არ შეუძლის, ქუთაისში უზრუნველყოს არჩევნების ისეთი გარემო, სადაც ქუთაისელები თავად გადაწყვეტენ პირველი პირის პრობლემას, რომლის გამო ბოლო ათწლეულია, ფრიად შეწუხებულნი არიან. ხელისუფლება და მმართველი პარტია კი პატიცს სცემს ქუთაისელთა სამართლიან არჩევანს.

ამ იმედის საფუძველს მაძლევს რეალობა, როდესაც კოჰაბიტაციისა და მრავალი სხვა ფაქტორის გამო, ახალ ხელისუფლებაზე იმედგაცრუებული ხალხი მმართველთა მხოლოდ იმ წრეში -ღა ხედავს ერთადერთ ნათელ წერტილს, რომლის საყრდენი ფიგურა ბატონი ღარიბაშვილია.

იმედია, სახელმწიფოებრივი აზროვნება დაძლევს ვიწრო პარტიულ ინტერესებს. – ასკვნის თეთრების ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *