(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: “ამერიკამ სააკაშვილის ჩაშვება გადაწყვიტა”

 

198941_137527276315997_2345779_nოპოზიციური პარტიები საარჩევნო გარემოს ისევ უჩივიან. საარჩევნო გარემოთი დიდად მოხიბლული არც „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილია. ამასთან აღიარებს, რომ ეხლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე „ნაციონალების“ დროს. პრეტენზია მასაც აქვს. მიაჩნია,რომ რეგიონებში გამგებლად და გუნერნატორებად ყოფილი ძალოვანები შემთხვევით არ დაუნიშნავთ. ვარაუდობს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა “ნაციონალები“ მეორე ადგილზე გავიდნენ. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში კი დიდ აქციებს პროგნოზირებს. „თეთრების ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქუთაისში მერის არჩევნებს მოიგებს,რაც მისი თქმით „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც იქნება.

რატომ არ შეიძლება ყოფილი ძალოვანების მერებად და გამგებლებად დანიშვნა , რა საფრთხის წინაშე დგას ქართული ოცნება , რისკენ მიისწრაფვის ღარიბაშვილი, რა თამაშს ეთამაშება სააკაშვილი ამერიკას, რა შეცდომას უშვებს ხალხი, ამ თემებზე თემურ შაშიაშვილი „ახალ თაობას „ ესაუბრება

თემურ შაშიაშვილი: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში ბევრჯერ ჩატარდა არჩევნები. სამწუხაროდ არც ერთი არჩევნები არ დასრულებულა ხალხის გამარჯვებით. ხალხი დიდ იმედებს ამყარებდა 2012 წლის არჩევნებზე. მაშინ ხელისუფლება უსისხლოდ  შეიცვალა, მაგრამ ხალხი მაინც იმედგაცრუებული დარცა. გადახედეთ, რა მდგომარეობაშია ქვეყანა,ისევ უმუშევრობა, სიღატაკე, გახარებული მხოლოდ სააკაშვილის კარის ბიზნესმენები არიან. ისინი დღეს უფრო მეტ ფულს შოულობენ და უფრო მეტად დაასხდენ ხალხს და ქვეყანას თავზე. იმდენად შორს წავიდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარ ხალხს სვამენ „ქართულ ოცნებაში“

– ვისზე საუბრობთ?

– კობა ნაყოფიაზე. კაგებეს გენერალი გენერალოვის ადიუტანტზე, რომელიც საქართველოში კალოშებით ჩამოვიდა. კაცზე, რომელმაც მთელი ბოლნისი შეჭამა. ამბობენ, რომ ქართული ოცნება ბოლნისის გამგებლის პოსტზე მის მიერ შეთავაზებული კანდიდატის გაყვანას აპირებს. არ მინდა დავიჯერო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. სააკაშვილის კარის ბიზნესმენები ახლა უფრო თავხედურად იქცევიან.

– თავად საარჩევნო გარემოზე  რას იტყვით, ოპოზიციის ნაწილი ამტკიცენბს,რომ ხელისუფლება კვლავ არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

– დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნებს არ გააყალბებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხისგან სერიოზულ პასუხს მიიღებენ. არჩევნები თუ გაყალბდა, მღელვარება გარდაუვალია. მოსახლეობა აღარ დაუშვებს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ის იყოს, ვინც საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო. სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ დამნაშავე რეჟიმს სათანადო შეფასება არ მისცა. იმის მაგივრად, რომ დამნაშავეები დაესაჯათ, მათთან კოაბიტირებენ, სიამოვნებით თანამშრომლობენ ხალხთან. ვინც ქვეყანა დააქცია. საარჩევნო გარემო იმაზე უკეთესია, ვიდრე ნაციონალების დროს იყო, მაგრამ ესენიც რაღაცისთვის ემზადებიან. ძალიან უცნაურია, რომ რეგიონებში საკვანძო თანამდებობებზე შსს-ს პროკურატურის თუ საგადასახადო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნებს ნიშნავენ

– თქვენი აზრით ეს უშუალოდ არჩევნებთან არის დაკავშირებული?

– არ ვიცი, რასთან არის კავშირში, სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ,რომ  ეს ბიზნესის განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

– რატომ?

– ყოფილი პოლიციელები, პროფესიიდან გამომდინარე ყველაფერს ეჭვით უყურებენ. ბიზნესს კი რისკი სჭირდება იქ, სადაც ეჭვის თვალით გიყურებენ. ვერ გარისკავ და ბიზნესიც ვერ განვითარდება. ზემოთაც ვთქვი,რომ არჩევნებით ხალხი არასოდეს დარჩენილა მოგებული, ეს ისევ ხალხის ბრალია, ვერაფრით ვისწავლეთ  სწორი არჩევანის გაკეთება. ყოველთვის ვიღაცის, ან რაღაცის ხათრით ვირჩევთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლებაში გამოუცდელი ხალხი მოგვყავს. ძალიან გვინდა,რომ ამერიკას დავემსგავსოთ, მაგრამ ერთ  რამეს არ ვუყურებთ – ამერიკაში უცნობ ადამიანს არავინ ირჩევს. იქ კაცს თუ არაფერი აქვს შექმნილი, არავის ხათრით არ აირჩევენ. ამიტომ არის ეს ქვეყანა განვითარებული. მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებით მეორე ადგილზე ჩინეთია. იქაც იგივე მდგომარეობაა. კიდევ უფრო მკაცრი კრიტერიუმებით ირჩევენ ადამიანებს. იქ მარტო რაღაცის კეთების ცოდნა არაა საკმარისი. ჩინეთში საჭიროა დიდი გამოცდილება, რომელიც წლებს მოაქვს. ჩვენთან კი თანამდებობებზე სულ პატარა გოგო-ბიჭები არიან. მათ შეიძლება ძალიან კარგი განათლება აქვთ მიღებული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დღევანდელ მთავრობაში ყველაზე მეტად ირაკლი ღარიბაშვილი მომწონს. ვიცი სუფთა წარსული აქვს, და ვხედავ, რაღაცის გაკეთება სურს. ამის მიუხედავად  მიმაჩნია, რომ ის პრემიერობისთვის ჯერ მზად არ არის, ხვალ შესაძლოა მასზე გადატყდეს ჯოხი. ყველაზე შავ დღეში დღეს სწორედ ეს ახალგაზრდა კაცია, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა.

– შავ დღეში რატომ არის?

– ყველაფერზე მას მოეთხოვება პასუხი. წინა ხელისუფლება სულ იმას გაიძახოდა, რომ აშენებდნენ და ავითარებდნენ ქვეყანას, როცა ნაციონალები არჩევნებში დამარცხდნენ, ივანიშვილს ვთხოვეთ, საზღვარგარეთიდან სპეციალისტები ჩამოეყვანა. ისინი შეაფასებდნენ, თუ რა  სახის “აღმშენებლობას” ეწეოდა სააკაშვილის ხელისუფლება, ამის შემდეგ ისინი ვეღარ იტყოდნენ რომ ქვეყანას  აშენებდნენ.  ბატონმა ბიძინამ ჩვენი რჩევები არ გაითვალისწინა, როგორც აღმოჩნდა, არც მას უყვარს სხვისი რჩევების გათვალისწინება. ახლა ნაციონალები გამუდმებით შეჩერებულ პროექტებზე საუბრობენ. ივანიშვილი ხელისუფლებიდან მალევე წავიდა,ეს ყველაფერი კი ღარიბაშვილს შერჩა, მართალია არავითარი აღმშენებლობა არ ყოფილამ მაგრამ “ნაციონალების” განცხადებები ხალხზე მაინც მოქმედებს. ახალი ხელისუფლება ვერაფერს ვერ აშენებს ეს კი ღარიბაშვილს დაბრალდება. არადა ვხედავთ, რა მონდომებულია ეს ახალგაზრდა. მის წინაშე ბევრი პრობლემებია, გამოუცდელობის გამო პრემიერმა შესაძლოა შეცდომები დაუშვას.

26 აპრილს, სპორტის სასახლეში ადგილობრივ საარჩევნო მარათონში მონაწილე cms-image-000003657ოცნების კანდიდატების წარდგენისას, პრემიერს უბრძანებია, ჩვენი ფავორიტი შოთა მურღულია სწორედ ის კაცია, ქუთაისს რომ სჭირდებაო. მსგავსი განცხადების გაკეთება ბატონი ღარიბაშვილის, როგორც პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური მოვალეობა იყო. მისდამი კეთილგანწყობით იმედს ვიტოვებთ, ასეთი წარდგენა სახელმწიფოს პრემიერს ხელს არ შეუშლის ქუთაისში უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო გარემო, სადაც ქუთაისელები თავად გადაწყვეტენ პირველი პირის პრობლემას, რომლის გამოც ბოლო ათწლეულია, ფრიად შეწუხებულნი არიან, ხელისუფლება და მმართველი პარტია კი პატივს სცემს ქუთაისელთა სამართლიან არჩევანს. ამ იმედის საფუძველს მაძლევს რეალობა, როდესაც კოაბიტაციისა და მრავალი სხვა ფაქტორის გამო ახალ ხელისუფლებაზე იმედგაცრუებული ხალხი მმართველთა მხოლოდ იმ წრეშიღა ხედავს ერთადერთ ნათელ წერტილს, რომლის საყრდენი ფიგურა ბატონი ღარიბაშვილია. იმედია სახელმწიფოებრივი აზრიოვნება დაძლევს.

– ანუ იმედი გაქვთ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება?

– ამის იმედს ღარიბაშვილის მონდომება მაძლევს. კარგად ვხედავ,მას დემოკრატიული ქვეყნის აშენება სურს, რაც ძალიან ძნელი იქნება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ამომრჩეველთა სიების შეცვლაც კი არ მოხდა. დღეს არსებული სიებით, ქუთაისში 180 ათასი ამომრჩეველია, რეალურად კი ქალაქში 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ისე, როგორც არასდროს დღეს ქუთაისი მეურნე მერს საჭიროებს. ქალაქს ისეთი კაცი უნდა ჩაუდგეს სათავეში , ვისაც საქმის კეთება შეუძლია. მე თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ საქმის კეთება ვიცი და ქუთაისისთვის ბევრი რამე მაქვს გაკეთებული. კარგად მახსოვს, რა მდგომარეობა იყო ამ ქალაქში, ქუთაისი სასმელ წყლად გარეცხილ რიონს ხმარობდა. ჩემი აზრით ეს იყო ქუთაისის შეურაცხყოფა. ამიტომ ყველაფერი გავაკეთე,რ ომ ქალაქს საუკეთესო სასმელი წყალი ჰქონოდა. ქუთაისი ეხლა ფარცხანაყანების წყალს მოიხმარს. რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა.

– წყალი შეიძლება საუკეთეოსა, მაგრამ ქალაქს გრაფიკით მიეწოდება.

– საინტერესოა, რომ ყველა ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, იმას კი არავინ უყურებს,რომ ეს წყალი მსოფლიოში საუკეთესოა. ადამიანს შეუძლია ონკანიდან ჩამოასხას წყალი და გაყიდოს. ჩემს დროს ამხელა დაფინანსება რომ ყოფილიყო, გრაფიკის პრობლემასაც მოვხსნიდი. ნაციონალებმა კი ეს თანხები გაურკვეველი მიმართულებით დახარჯეს. ქუთაისს ნამდვილად არ ეკადრება იმ პირობებში ცხოვრება,რომელშიც ეხლა ცხოვრობს.

– ქუთაისის მერად კენჭს “თეთრების” ეგიდით იყრით, თუ ბურჯანაძის ბლოკში ხართ გაერთიანებული?

– მე არანაირ ბლოკში არ შევსულვარ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქალბატონ ნინოს აქტიურად ვუჭერდი მხარს. მაშინაც მიმაჩნდა და ეხლაც მიმაჩნია,რომ ეს იყო სწორი არჩევანი. ეხლა მე ცალკე ვიყრი კენჭს, ნინო ბურჯანაძე – ცალკე. მირჩევნია საკუთარი შესაძლებლობებით გავიმარჯვო. სხვათა შორის, მე არც უწმინდესობის და უნეტარესობის კეთილგანწყობას ვიყენებ. ქუთაისში დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს და მჯერა გავიმარჯვებ. დედამიწის ზურგზე ქუთაისის გარდა არსად მაქვს სახლი და ეს ქალაქი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში შეგნებულად არ ჩავდიოდი.

– რატომ არ ჩადიოდით?

– მოგეხსენებათ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემს მიმართ “ნაციონალებს”. სააკაშვილი ვერასდროს მიტანდა. 1998 წლიდან მოყოლებული ვამბობდი, რომ ის იყო შლეგი და ქვეყანას დაღუპავდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პერსონა ნონგრატად გამომაცხადა. ერთხელ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩავედი ქუთაისში. ქუჩაში შემხვდა მერიის თანამშრომელი ქალბატონი, გვარად გიორგაძე. მომესალმა და ერთმანეთი მოვიკითხეთ. მეორე დღეს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. პირდაპირ უთხრეს შაშიაშვილს ხელი რომ არ ჩამოართვი, ამიტომ გიშვებთ სამსახურიდანო. ამის შემდეგ აღარ ჩავდივარ ქუთაისში. იქ უამრავი ნაცნობი მყავს და არ მინდოდა, ჩემ გამო პრობლემები შექმნოდათ.

– ახლა, ჩადიხართ ქუთაისში?

– რა თქმა უნდა ჩავდივარ, უამრავ ადამიანს ვხვდები და მათთან საუბარმა zestafoniგადამაწყვეტინა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი მიჭერს მხარს. მე არცევნებს იმედიანად ვუყურებ. ამასთან, ისიც ვიცი, რომ ნაციონალები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ თავიანთი ხალხი გაიყვანონ. თადარიგი უკვე დაიჭირეს. და რამდენიმე ოპოზიციური პარტია მიისაკუთრეს. ეს ხალხის დაბნეულობას გამოიწვევს. იმედი მაქვს,  რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ნამდვილი ოპოზიციონერები შევლენ თვითმმართველობებში. “ქართულ  ოცნებას” ყველაფრის მოგება სურს, მაგრამ თუ ასე მოხდა, მათთვის იქნება ცუდი.

– – მათთვის რატომ იქნება ცუდი?

– აქამდე საქართველოში ყველა მმართველი ძალა ერთპარტიულმა მმართველობამ დაღუპა. მე არ მინდა, რომ ოცნებაც ამ გზას დაადგეს  და არც ის მინდა დამნაშავე ნაციონალები მეორე ადგილზე გავიდნენ. ისინი ყველაფერზე მიდიან, რათა მიზანს მიაღწიონ, ამაში მათ დასავლეთიც ხელს უწყობს. დასავლეთის მხარდაჭერა რომ არა, სააკაშვილი ასე თავხედურად არ მოიქცეოდა. წინა კვირას სააკაშვილმა განაცხადა, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს დაურეკა ჯო ბაიდენმა. სააკაშვილის მტკიცებით, ეს საუბარი მის დაკითხვაზე დაბარებას უკავშირდებოდა. ვაშინგტონის ღია მხარდაჭერა რომ არა, ამაზე საქართველოში აშშ საელჩო ერთ ამბავს ატეხდა.

– ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ ამ განცხადებაზე კომენტარი არ აქვთ, ეს რას ნიშნავს?

– ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი მატყუარაა,  მაგრამ მას ამერიკა მხარს უჭერს. სამწუხაროდ, ასეთ არსებას, მსგავსი განცხადების გამკეთებელს, საკუთარი მოსახლეობის გენოციდის მომწყობს, იცავს ამერიკა. გაუგებარია, ასეთი რა ვალი აქვს აშშ ხელისუფალთ სააკაშვილის მიმართ, რომ ამერიკისა და მისი ხელისუფლების ავტრორიტეტის შემლახავი ასეთი თავხედური განცხადება აპატიონ/

– მართლა ასეთი რა ვალი აქვს ამერიკას სააკაშვილის?

– ძალიან დიდი ვალი აქვს. მარტო ამერიკას კი არა, დასავლეთსაც ბევრი მართებს “ნაციონალების” წინაშე. მილიარდობით დოლარი შემოვიდა, ეს ვალი გამომგზავნებმა და მიმღებებმა გაიყვეს.  ეს ყველაფერი ყოფილ ხელისუფლებას დაფიქსირებული აქვს. ამის გამოაშკარავება მათ ინტერესებში არ შედის. ამიტომაც, იძულებული არიან სააკაშვილს მხარი დაუჭირონ. რომელიც მათ თავის მხრივ აშანტანჟებს. მას შეუძლია თქვას, თუ ვინ დააწყებინა ომი 2008 წელს. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ომი საქართველოს ინტერესებში არ შედიოდა. ამ ომის ამბავს შეიძლება ამერიკაში დიდი სკანდალი მოყვეს. ვაშინგტონს სააკაშვილის ალაპარაკება არ აწყობს.

თუმცა საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, მაილსი უკვე ღიად ლაპარაკობს იმ შეცდომებზე, რაც სააკაშვილმა დაუშვა.

165963_453832088018846_1007660344_nამერიკის ელჩმა თქვა ის, რასაც მე წლების განმავლობაში ვამტკიცებდი. მაილსის განცხადებით, სააკაშვილს საიერიშო მოწყობილობა რომ არ ჰქონოდა, ომს ვერ დაიწყებდა. მერედა  ვინ მიყიდა მას ეს მოწყობილობა? ამერიკამ. ამერიკაში არსებული გარკვეული ძალების მითითებით დაიწყო ეს ომი. ამის გახმაურება თეთრს სახლს არ აწყობს.

– აშშ ყოფილი ელჩის ეს განცხადება ხომ მიანიშნევს ომის დაწყებაში მისი ქვეყნის წვლილზე, რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებას?

– თავს იზღვევენ. ნელლ-ნელა თავად ამბობენ სიმართლეს. რომელსაც სააკაშბილი ადრე თუ გვიან მაინც იტყვის. ახლა ისინი დასწრებაზე არიან. შესაძლოა, ამერიკამ სააკაშვილის ჩაშვება გადაწყვიტა.

– ბოლო დროს სააკაშვილი თავის ბიძასთან თემურ ალასანიასთან ერთად დადის, ეს რამეზე მიანიშნებს?

– სააკაშვილის ბიძა ცნობილია როგორც რუსეთის უშიშროებასთან დაახლოებული პირი, ასე რომ თავად დაასკვენით, რატომ ჩნდებიან ერთად.

– გინდათ თქვათ,რ ომ რუსეთის მითითებებს ასრულებენ?

– სააკაშვილი საქართველოსათვის იყო უბედურება, რუსეთისთვის და ამერიკისთვის კი კომპოტია. გამუდმებით ლანძღავდა რუსეთს, და ამით ყველაზე დიდ საქმეს უკეთებდა მოსკოვს. დღეს სტრატეგიული ობიექტები მათ ხელშია. საქართველო ეკონომიკურად რუსეთი განაგებს, პოლიტიკურად ამერიკა. ამერიკის მითითებების გარეშე დამნაშავეებსაც კი ვერ ვსჯით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება მათი ნების აღმსრულებელია. ამ მხრივ ნამდვილი გამონაკლისია ირაკლი ღარიბაშვილი,რ ომელსაც, როგორც ვატყობ, საზღვრებისა და ჩარჩოების გარღვევა სურს. რამდენად გამოუვა, არ ვიცი, ჯერ საქართველო დასავლეთის მითითებებს ასრულებს.

რომ არ შეასრულოს ღარიბაშვილმა დასავლეთის მითითებები, რა მოხდება, დაამხობენ პრემიერს?

– არაფერიც არ მოხდება. თუ ხალხი დაინახავს, რომ ღარიბაშვილი ქართულ საქმეს აკეთებს, მთელი ქვეყანა მის გვერდით დადგება, ქვეყანას ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც არც მოსკოვს გაეგება ფეხქვეშ, არც ამერიკას. ამ ორმა ქვეყანამ მთელ მსოფლიოს მოაბეზრა თავი. ცოტა ხნის წინ ვიყავი ევროპაში., შევხვდი იქაურებს. გაგიჟებულია ყველა. რუსეთს ხომ ვერ იტანენ, ამერიკამ კიდევ უფრო მეტად მოაბეზრა თავი. მთელი მსოფლიო ამათ დაპირისპირებას ეწირება. დღეს ამერიკა იმავეს აკეთებს, რასაც თავის დროზე – საბჭოთაკავშირი.

– რას გულისხმობთ?

– საბჭოთა კავშირში “ამერიკის ხმის” მოსმენას კრძალავდნენ, ამერიკა კი 21 საუკუნეში “რაშა თუდეის” კრძალავს, რიტაც ამ არხს სერიოზულ რეკლამას უკეთებს. ასევე სახიფათოა რუსეთისათვის სანქციების დაწესება. ამაზე დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნებიც აცნობიერებენ. ისტორიულად ცნობილია, რომ რუსეთი მაშინ ძლიერდება, როცა იზოლაციაში აქცევენ .

ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *