(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: არჩევნებს იმედიანად ვუყურებ და მჯერა გავიმარჯვებ!

 

sh

ქუთაისში უამრავ ადამიანს შევხვდი და მათთან საუბარმა გადამაწყვეტინა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი მიჭერს მხარს. მე არჩევნებსიმედიანად ვუყურებ. მჯერა გავიმარჯვებ. დედამიწის ზურგზე ქუთაისის გარდა არსად მაქვს სახლიდა ეს ქალაქი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია”, – აცხადებს პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომელმაც ქუთაისის მერობის კანდიდატია.

მისი თქმით, ის არანაირ ბლოკში არ შედის, ცალკე იყრის კენჭს და ურჩევნია საკუთარი შესაძლებლობებით გაიმარჯვოს

„ქალაქს ისეთი კაცი უნდა ჩაუდგეს სათავეში , ვისაც საქმის კეთება შეუძლია. მე თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ საქმის კეთება ვიცი და ქუთაისისთვის ბევრი რამე მაქვს გაკეთებული. კარგად მახსოვს, ქუთაისი სასმელ წყლად გარეცხილ რიონს ხმარობდა. ჩემი აზრით, ეს იყო ქუთაისის შეურაცხყოფა. ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, რომ ქალაქს საუკეთესო სასმელი წყალი ჰქონოდა.ქუთაისი ეხლა ფარცხანაყანების წყალს მოიხმარს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩემს დროსამხელა დაფინანსება რომ ყოფილიყო, ქალაქში წყლის გრაფიკის პრობლემასაც მოვხსნიდი. ქუთაისს ნამდვილად არ ეკადრება იმ პირობებში ცხოვრება,რომელშიც ეხლა ცხოვრობს, “- აცხადებს თემურ შაშიაშვილი

„თეთრების” ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქუთაისში მერის არჩევნებს მოიგებს, რაც მისი თქმით „ქართულიოცნების” გამარჯვებაც იქნება. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში კი დიდ აქციებს პროგნოზირებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნებს არ გააყალბებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხისგან სერიოზულ პასუხს მიიღებენ. არჩევნები თუ გაყალბდა, მღელვარება გარდაუვალია. მოსახლეობააღარ დაუშვებს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ის იყოს, ვინც საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო.სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ” დამნაშავე რეჟიმს სათანადო შეფასება არ მისცა.” – აცხადებს„თეთრების” ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *