(newspress.ge) თემურ შაშიაშვილი ქუთაისის მერად იყრის კენჭს

 

12
როგორც შაშიაშვილი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.„ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი მიჭერს მხარს. მე არჩევნებს იმედიანად ვუყურებ. მჯერა გავიმარჯვებ. დედამიწის ზურგზე ქუთაისის გარდა არსად მაქვს სახლი და ეს ქალაქი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.მისი თქმით, ის არანაირ ბლოკში არ შედის და ცალკე იყრის კენჭს. შაშიაშვილი ამბობს, რომ ქუთაისს სათავეში ისეთი ადამიანი უნდა ჩაუდგეს, რომელსაც საქმის კეთება შეუძლია.„მე თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ საქმის კეთება ვიცი და ქუთაისისთვის ბევრი რამე მაქვს გაკეთებული. კარგად მახსოვს, ქუთაისი სასმელ წყლად გარეცხილ რიონს იყენებდა. ჩემი აზრით, ეს იყო ქუთაისის შეურაცხყოფა. ამიტომ, ყველაფერი გავაკეთე, რათა ქალაქს საუკეთესო სასმელი წყალი ჰქონოდა“ – აცხადებს „თეთრების“ლიდერი.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *