(ვერსია) თემურ შაშიაშვილი: ბუნტი გარდაუვალია

Sequence 01.Still017რამდენიმე წლიანი ერთად ყოფნისა და ერთად გადატანილი სისხლიანი 26 მაისის შემდეგ, თემურ შაშიაშვილსა და  ნინო ბურჯანაძეს შორის პირველი ბზარი „სახალხო კრების“ გაურკვეველი პოლიტიკური გაერთიანების შექმნამ გააჩინა. ნინო ბურჯანაძისა და ქრისტიან-დემოკრატების ალიანსმა თბილისის მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე დაასახელა, შაშიაშვილი კი ქუთაისის მერობისათვის იბრძოლებს. მართალია, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ  პარტია „თეთრების“  ლიდერმა წინასწარ  იცის, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებზე „ოცნების“ მიერ თავსმოხვეული, ან, მით უმეტეს, ნაციონალების  კანდიდატები გაიმარჯვებენ, შემოდგომაზე „პოლიტიკური თუხთუხი“ არ აგვცდება და დიდი სახალხო მოძრაობა დაიწყება.

 – სახალხო კრება დაიშალა, ნინო ბურჯანაძემ თბილისის მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე დაასახელა, თქვენი ძველი მოკავშირე კახა კუკავა „მემარჯვენეებთან“ წავიდა – რა ხდება?

– ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ისედაც ბევრმ ა შემომთავაზა, თბილისის მერად Sequence 01.Still011კენჭი მეყარა. მაგ ალიანსში არ ვარ და მხარს ვერ დავუჭერ ჩემთვის გაუგებარ გაერთიანებას. კრება მაშინაა ჩუმად, როცა პოლიტიკური პარტიები ფაფხურობენ ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და არც კრება აქტიურობს. დიმიტრი ლორთქიფანიძე კრებაში არც არასოდეს ყოფილა. ჩემი პარტია ახალ ალიანსში არ მონაწილეობს, ძალიან კმაყოფილი ვარ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის, რომელმაც არაერთი საინტერესო წინადადება შემომთავაზა.  არაერთხელ მთხოვა, მერად იყარე კენჭიო,მაგრამ უარი ვუთხარი.  მასთან ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს, ჩემგან შორს გამყოფი იდეოლოგიის პარტიებთან  თანამშრომლობაა, თუმცა ქუთაისში კენჭს რომ ვიყრი, როგორც ბურჯანაძემ მითხრა, იქ თავის კანდიდატურას არ დააყენებს და მხარს დამიჭერს, ისევე, როგორც “სახალხო კრება”. ვიფიქრე, პარტია “თეთრებიდან” ვიყრი კენჭს მეთქი, მაგრამ როცა პარტიის დარეგისტრირება დავიწყეთ, ჯერ შემომითვალეს, მცირე ხარვეზები გაქვთ გასასწორებელიო, 1 საათში კი უარი გამოგვიცხადეს – 25 000  მაგივრად 27 ათასი ხელმოწერა მივიტანეთ და თქვეს, 500 კაცი გაკლიათო. ნებისმიერ შემთხვევაში კენჭს მაინც ვიყრი და აშკარაა, ქუთაისში მერის არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ ხმების გაყალბებითაა შესაძლებელი.

 – აბა, ყველა გზა თუ მოჭრილია, კენჭი როგორ უნდა იყაროთ?

– 7 პარტიიდან მაქვს შემოთავაზება. დღესაც შესაძლოა მონაწილეობა მივიღო ბურჯანაძის პარტიიდან, არც “მწვანეები” იტყვიან უარს. არც კახა კუკავა, მაგრამ სხვა თემაა, ვიქნები თუ არა ჩემს თავთან მართალი. მეტიც, საკითხი რომ დამეყენებინა, თბილისის მერობა მინდა -მეთქი, კრება და ბურჯანაძე მე დამიჭერდნენ მხარს, მაგრამ ასე არ მოვიქეცი, მივდივარ ქუთაისში, იქ, სადაც ყველაზე მეტის გაკეთება შემიძლია! ვიცი, დღეს ქუთაისის მერიაში საშვის გარეშე ჩვეულებრივი მოქალაქე მისაღებში ვერ მოხვდება და ეს კარი უნდა გაიხსნას. 2 წლის წინ, ქუთაისში გუბაზ სანიკიძის სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსენი, მაგრამ მათი საქციელი დღეს დასაძრახია! ამიტომ, როგორც კი ქუთაისის მერი გავხდები, ავკრძალავ სახელმწიფო მანქანის მომსახურებას. იქნება ერთი  მორიგე მანქანა და ამით დასრულდება ყველაფერი! პირდაპირ ვაცხადებ – მხარს მიჭერს ბევრი ქუთაისელი, ცნობილი სახე და მათ შორის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიცა და მხარდამჭერებიც.

 – ქართული ოცნება ქუთაისში მხარს გიჭერთ და არა დასახელებულ კანდიდატს, შოთა მურღულიას?

– შემიძლია გითხრათ კონკრეტული გვარი – სამუსიკო სკოლის დირექტორი, არსენიძე, ცნობილი ხელოვნებათმცოდნეა, და “ქართული ოცნების” წევრია, მაგრამ მხარს მიჭერს. შოთა მურღულიას არ ვებრძვი, ის თავად ებრძვის საკუთარ თავს. ამ ხალხის არჩევით 2-3 თვეში “ოცნებას ” რაიონებსა და ქალაქებში ისეთი პრობლემები შეექმნება, შეუქცევად პროცესებს ვეღარ გააჩერებს. ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვამბობდი, პლასტილინი მარგველაშვილის პრეზიდენტობა არ შეიძლება მეთქი და ახლა გამოდის გაოგნებული ივანიშვილი ამ 2 თვეში როგორ შეიცვალა მარგველაშვილი , მარგველაშვილი იყო პლასტელინი და დარჩა პლასტელინად!

 – ანუ, ეჭვი გეპარებათ,რ ომ ყველგან ოცნების კანდიდატები გაიმარჯვებენ?

– არჩევნების მერე საქმე აუცილებლად სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა! ამის ნიშნები არის: უმძიმესი სოციალური ფონი, მეორე მხრივ, კმაყოფილი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი. პლასტელინი პრეზიდენტი, ხალხის განწყობის შეუსაბამო პარლამენტი და პისტებზე მხოლოდ საკუთარი ნათესავები. ზუსტად ეს მიგვიყვანს ბუნტთან, თუმცა ეს იქნება არა მშიერი, არამედ პოლიტიკური ბუნტი საქართველოში. აბა, შეიძლება, ყველა ქალაქის მერი და გუბერნატორი პოლიციდან წამოსული ავტომატიანი კაცი იყოს? ეს ხომ ქვეყნის დამხობაა?!

შეიძლება ქუთაისში მთავარ ხელმძღვანელ თანამდებობაზე თბილისის პოლიციის და საგადასახადოდან წაყვანილი კადრები გვყავდეს, ეს ქალაქის შეურაცხყოფა არ არის?! იცით. ბუნტი რატომ მოხდება? – ხალხი სააკაშვილის დროს არ ელოდა, რომ კარგად იცხოვრებდა, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ იფიქრა, რძის  მდინარეები წამოვაო, მაგრამ ეხლა ორმაგად  იმედგაცრუებულია და ისეთი კაცი ამბობს, იარაღს ავიღებ ხელშიო, პროფესორი და დოქტორი რომაა.

– აკი, “ნაციონალებს” უნდა მივუტევოთო, ირაკლი ალასანიას უთქვამს, და “ოცნებამ” რა დააშავა?

 – ყველას ყველაფერი აპატიეს უკვე – ჩვენი გამათხოვრებაც და დაჩაჩანაკებაც! რაც შეეხება ამ განცხადებას, ალასანიას ისეთი პირობები შეუქმნეს პარტიაში, საყრდენს ეხლა სხვაგან ეძებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საყრდენი დაკარგა… ალბათ ცდილობენ, საკუთარი პარტიის წევრები აუბუნტონ. ჩემი აზრით, იგი იმ მინისტრების ჩამონათვალშია, რომლებიც ივანიშვილს არ მოსწონს. თუმცა საგანგაშო ახლა სხვა თემაა – ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სადაც დადის, ყველგან ამბობს, ნახევარ წელიწადში ხელისუფლებაში დავბრუნდებიო. 2 დღის წინ ეს არაბ შეიხებს უთხრა, ცოტა ხანში აზერბაიჯანში წავა და იქაც იგივეს იტყვის, ზუსტი ინფორმაცია მაქვს. არაბი შეიხები დღევანდელ ხელისუფლებაზე ნაწყენები არიან – სააკაშვილს ისეთი აჯეჯილებული ჰყავდათ ახლანდელი ვითარება არ მოსწონთ, ამიტომ, სააკაშვილის ნებისმიერ გეგმას დიდი თანხით დააფინანსებენ. რაც მეტად გააქტიურდება “ნაციონალური მოძრაობა”, მით მეტია სამოქალაქო დაპირისპირების შანსი., თუმცა, არც “ოცნება” აკლებს – ხალხი უკვე ხედავს, რომ საქართველო ისევ ერთპარტიული ხდება,  პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს ახლა გამგებლები და მერები დაემატებიან. ამას პლუს “ოცნების” ეს კანდიდატები იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებენ, რაც ნაციონალური მოძრაობის მერებმა გააკეთეს, “ოცნება” გაყალბების გარეშე ვერ გაიმარჯვებს. ეს შეიძლება აპატიონ 3-4 თვე, მაგრამ მერე უმართავი პროცესი წავა.  – ბუნტი გარდაუვალია!

 – მაგრამ სად არის ეს ბუნტი, ან რევოლუცია, სად ხედავთ ამის ნიშნებს,როცა პოლიტიკური პროცესი ძალიან მდორედ მიედინება?

– გარწმუნებთ, 2014 წლის შემოდგომა ურთულესი იქნება! არის 15-20 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მე, ვინც ამ პორცესებს ჩაუდგება სათავეში. ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სფეროი არ შეფის და არც აქვთ ამის პრეტენზია, მაგრამ თუ ივანიშვილმა ამ ხალხის პირველობას თვითმმართველ ქალაქებში ხელი შეუშალა, ეს ნიშნავს, ივანიშვილი თვითონ გახდა შეიხი და თავს ყველაფრის უფლება მისცა. ეს 15-20 კაცი თავს არ დახრის და სახლში არ წავა.

 – აბა რას იზამთ?

– სათავეში ჩავუდგებით დიდ სახალხო მოძრაობას და არ დავუშვებთ, შეიხი ივანიშვილი საქართველოს თავზე დააჯდეს! ასე ვართ შეთანხმებულნი, რომ კრება ამ დიდი სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი საყრდენი იქნება. თუ ამ არჩევნებზე “ოცნების” მიერ დასახელებული კანდიდატები გავლენ, დაიწყება დიდი სახალხო მოძრაობა!

 – ახალ 26 მაისს გვპირდებით?

– 15 ივნისის შემდეგ.შემოდგომით ვითარება დაიძაბება და ერთადერთი, რაც ამ ბუნტს გააჩერებს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება ოქტომბერში, თუ არადა თავზე ჯიბგირებს ვერ დავისვამთ!

ესაუბრა ნინო კომახიძე

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *