(newspress.ge) შაშიაშვილის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს

 

teპარტია “თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს. მისი აზრით, დაპირისპირება განსაკუთრებულ მასშტაბებს მიიღებს.
“პოლიტიკოსთა უმრავლესობა განსაკუთრებული აღტაცებით იწონებს პატრიარქის ეპისტოლეებს, არჩევნების წინ მათი ძირითადი საყრდენი ეკლესიაა, პატრიარქს უკლებლივ ყველა უწოდებს ბრძენს, მაგრამ მათი უმრავლესობა მის არც ერთ თხოვნას, მოწოდებას, ეპისტოლეებში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს არ ითვალისწინებს, პრაქტიკულად უარყოფს, ღია მტრობით ეკიდება” – აცხადებს შაშიაშვილი.

“თეთრების” ლიდერის თქმით, სრული გაუგებრობაა, როცა მიაჩნიათ, რომ პატრიარქი ბრძენია, მაგრამ მის თხოვნას არ ითვალისწინებენ

“ბრძენის სიტყვებს მხოლოდ ბრიყვები უარყოფენ” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *