(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: მე გეტყვით რა არის კოჰაბიტაცია ქართულად…

news_21442პარტია „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე – ტერმინ კოჰაბიტაციის მნიშვნელობა განმარტა:

„მე გეტყვით რა არის კოჰაბიტაცია ქართულად – კოჰაბიტაცია, უსამართლობისადმი პატივისცემის პოლიტიკური ნებაა. დამნაშავე არათუ დაუსჯელია, არამედ ხელშეუხებელიცაა და როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, აშშ იმის გარანტია, რომ დამნაშავეებს ქვეყანაში არავინ შეეხება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში უკანონობის დაკანონება ხდება და იკარგება რეალური დამოუკიდებლობა – ამას საქართველო არ შეეგუება და შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს“,- განმარტა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *