(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ნახეთ, როგორ გადიდკაცდნენ გაუნათლებელი ადამიანები, ძვირადღირებულ მანქანებში რომ ჩასხდნენ…

news_22506პარტია „თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო მანქანების გაუქმებისკენ მოუწოდებს:

„საქართველში ხელისუფლებამ ხალხი თავის მსახურად აქცია. ნახეთ რა მანქანებით დადიან, როგორ ცხოვრობენ, არა მარტო თბილისში, არამედ რაიონებშიც. ნახეთ, როგორ გადიდკაცდნენ ეს გაუნათლებელი ადამიანები, ძვირადღირებულ მანქანებში რომ ჩასხდნენ -ჰგონიათ, მანქანაა ყველაფერი.

მივმართავ ღარიბაშვილს – წაშალე „სახელმწიფო მანქანების” ცნება! არ გრცხვენიათ, ვინ დასვით ამ სახელმწიფო მანქანებში? ნახეთ, როგორ ექცევიან და როგორ დაცილდნენ ხალხს. ყველამ ფეხით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა იაროთ”,- განაცხადა თემურ შაშიაშვილმა „რეპორტიორში” სტუმრობისას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *