(reportiori.ge) ელიზბარ ჯაველიძე: ვთხოვ ნინო ბურჯანაძეს, ქუთაისის მერობის კანდიდატურაზე წარადგინოს ნამდვილი ქუთათური თემურ შაშიაშვილი

„ვთხოვ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და აღმასრულებელ საბჭოს, ქუთაისის მერობის კანდიდატურაზე წარადგინოს ჩვენი თანამებრძოლი, პატრიოტი, ღირსეული მამულიშვილი, ნამდვილი ქუთათური თემურ შაშიაშვილი”, – განაცხადა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ.

მისი თქმით, თემურ შაშიაშვილს შესწევს ძალა, ქუთაისს დაუბრუნოს კულტურული ტრადიცია და ააღორძინოს მეორე ძლიერი ქალაქი საქართველოში.

„თემურ შაშიაშვილს პარტია „თეთრების” სახელით უნდა ეყარა კენჭი, მაგრამ 30 000 ხელმოწერის ჩაბარების დროს შეიქმნა პრობლემა, თითქოს ეს სია გაყალბებული იყო, ამიტომ მას არ მისცეს უფლება ეყარა კენჭი ქუთაისში. მოხარული ვიქნები, თუ ქალბატონი ნინო და პოლიტსაბჭო წარადგენს თემურ შაშიაშვილს ქუთაისის მერობის კანდიდატად”, – განაცხადა ჯაველიძემ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *