(reportiori.ge)ელიზბარ ჯაველიძე: ამ ხალხს ენამოჩლექით არასდროს დაველაპარაკები

elizb„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ელიზბარ ჯაველიძე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

როგორც ჯაველიძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანტიდისკრიმინაციული კანონი არ ნიშნავს იმას, რომ მას ვინმემ აუკრძალოს საკუთარი აზრის გამოთქმა.

„ვერავინ ამიკრძალავს და ვერავინ მიკარნახებს, ვერ დაარქმევს ჩემს მეტყველებას სიძულვილის ენას, რამეთუ თუ ადამიანი მძულს, მძულს იმიტომ, რომ მას სამშობლო სძულს. პიროვნულად არავინ მეზიზღება, მაგრამ ის კაცი, ვინც ძირს უთხრის ქვეყანას და სახელმწიფოს, ჩემთვის მტერია და მას მტრული ენით უნდა ელაპარაკო. თუ ვინმე მეტყვის, კი ბატონო, გძულდეს, მაგრამ ენამოჩლექით ესაუბრე ამ ხალხსო, მე არ ვიზამ ამას. ეს იქნება ფარისევლობა“, – განაცხადა ჯაველიძემ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *