(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: ენ-დი-აი სულიერად წამლავს ქვეყანას ფსიქოლოგიური ზემოქმედებით

 

news_25941პოლიტიკური პარტია „თეთრები“NDI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს და ორგანიზაციის საქმიანობას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ქმედებას უწოდებს.

 „ენდიაის კვლევებს არავითარი საერთო არ აქვს მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებულ კვლევასთან და არის შირმა, საფარი იმ ძირგამომთხრელი, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისა, რომლის ატანა შეუძლებელია და სცდება ზომიერებისა თუ გონიერების საზღვრებს.

როგორც წესი, ამ ორგანიზაციის კვლევები არ ასახავს ქვეყანაში შექმნილ რეალობას და წინასწარ უგზავნის შეტყობინებას ყოველ ხელისუფლებას, თუ რა პოლიტიკური ძალთა განლაგება სურს იხილოს ევროატლანტიკური და ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყველაზე რეაქციულ ძალებს საქართველოში;საქართველოს მოსახლეობის რეალური აზრის იგნორირება, გაყალბება, უცხოელ პატრონთა სურვილის გასაღება ქართველი ხალხის ნებად, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მოსახლეობის სულიერი მოწამვლა, ეროვნული ცნობიერების ნგრევა, მოსახლეობის ერთობის დანაშაულებრივი რღვევა.

ენ-დი-აი ბატონ ნავაროს ხელმძღვანელობით, სულიერად წამლავს ქვეყანას ფსიქოლოგიური ზემოქმედებით! „- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თეთრები“საქართველოს ტერიტორიაზე NDI-ს, როგორც ქართული სახელმწიფოს მოსახლეობის ცნობიერებისათვის საშიში ორგანიზაციის, ფუნქციონირების შეწყვეტას და სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მტრული ქმედების მოტივით მისი ხელმძღვანელის, ნავაროს ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *