(geonews.ge)„თეთრები“ საქართველოში NDI-ის კვლევების შეწყვეტას და ქვეყნიდან ნავაროს გაძევებას მოითხოვენ

 

1NDI-ის კვლევებს, ისევე როგორც ამ ორგანიზაციის საქმიანობას,  პარტია „თეთრები“ სახელმწიფოსადმი მიმართულ მტრულ ქმედებად აფასებს.  პარტია უნდობლობას უცხადებს ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევებსაც და ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

„NDI-ის კვლევებს არავითარი საერთო არ აქვს მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებულ კვლევასთან და არის შირმა, საფარი იმ ძირგამომთხრელი, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისა, რომლის ატანა შეუძლებელია და სცდება ზომიერებისა თუ გონიერების საზღვრებს.

როგორც წესი, ამ ორგანიზაციის კვლევები არ ასახავს ქვეყანაში შექმნილ რეალობას და წინასწარ უგზავნის შეტყობინებას ყოველ ხელისუფლებას, თუ რა პოლიტიკური ძალთა განლაგება სურს იხილოს ევროატლანტიკური და ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყველაზე რეაქციულ ძალებს საქართველოში; საქართველოს მოსახლეობის რეალური აზრის იგნორირება, გაყალბება, უცხოელ პატრონთა სურვილის გასაღება ქართველი ხალხის ნებად, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მოსახლეობის სულიერი მოწამვლა, ეროვნული ცნობიერების ნგრევა, მოსახლეობის ერთობის დანაშაულებრივი რღვევა.

NDI, ბატონ ნავაროს ხელმძღვანელობით, სულიერად წამლავს ქვეყანას ფსიქოლოგიური ზემოქმედებით!”, – ნათქვამია პარტიის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თეთრები“ მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს NDI-ის, როგორც ქართული სახელმწიფოს მოსახლეობის ცნობიერებისათვის საშიში ორგანიზაციის ფუნქციონირება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მისი ხელმძღვანელი ნავარო გაძევებულ იქნას ქვეყნიდან სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მტრული ქმედების მოტივით.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *