(topnews.ge)ქუთაისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი თემურ შაშიაშვილია

 

news_225062014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქუთაისის მერობისთვის თემურ შაშიაშვილიც იბრძოლებს. შაშიაშვილი, რომელიც ერთხელ უკვე იყო ქუთაისის მერი, კონკურენციას ამ პოსტზე უკვე დასახელებულ კანდიდატებს შოთა მურღულიას და ასევე ქუთაისის ყოფილ მერს გიორგი თევდორაძეს გაუწევს. შაშიაშვილი არჩევებში მონაწილებას კოალიცია “ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის” სახელით მიიღებს.
ქუთაისის მერის პოსტზე კანდიდატად შაშიაშვილს ოფიციალურად 15 მაისს დაასახელებენ. 15–ში გახდება ცნობილი ქუთაისში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობაც.
“დღეს გადავგზავნით სიებს და 15–ში დამტკიცებული იქნება კანდიდატები. თემურ შაშიაშვილის კანდიდატურა უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ოფიციალურად 15–ში დასახელდება”,–აცხადებენ ბურჯანაძის ქუთაისის ოფისში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *