(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: მივდივარ ქუთაისში, სადაც ყველაზე მეტის გაკეთება შემიძლია!

-+

te„მივდივარ ქუთაისში, სადაც ყველაზე მეტის გაკეთება შემიძლია”, – „თეთრების” ლიდერის განცხადებას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„მე ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს და ვალდებული ვარ მუხლმოდრეკილი ვიყო ჩემი ქალაქის წინაშე” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

შაშიაშვილი მთავარ მიზნად ქუთაისის აღორძინებას და გაძლიერებას ასახელებს. მისი თქმით, ქუთაისს სჭირდება არა ხელისუფლებისაგან დანიშნული, ხელისუფლების მორჩილი, და მისი ნების გამტარებელი, არამედ ხალხის ნების გამომხატველი, ხელისუფლების მიმართ მომთხოვნი უშიშარი მერი. სწორედ ასეთი მერი იქნება იგი იმ შემთხვევაში თუ თანამოქალაქეები მასზე გააკეთებენ არჩევანს.

„ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი თბილისი, ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე წარმოუდგენელია ძლიერი საქართველო. უნდა ავაშენოთ ისეთი საქართველო, რომელიც არ იქნება გარედან მართვადი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ქართული გზა, მონები არიან ისინი, ვინც იმართებიან ამერიკისაგან, ან რუსეთისაგან,” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *