მიმართვა ბროწეულის სკოლა-ინტერნატის იუბილესთან დაკავშირებით

 

Temძნელად თუ ვიხსენებ ჩემი გუბერნატორობის დროს სადმე მივდიოდი ისეთი ტრაგიკული განწყობით, სადმე ვიყავი ისეთი ბნედნიერი, ვიდრე ბავშთა სახლებში, სკოლა-ინტერნატებში, გაჭირვებულთა სახლებში და მოვდიოდი ისეთი დარდითა და იმედით, ვიდრე ბავშვთა სახლებიდან, სკოლა ინტერნატებიდან , გაჭირვებულთა სახლებიდან. ჩემი ეს განწყობა პირველად ბროწეულის სკოლა-ინტერნატში ამოვხსენი. ამოვხსენი იმ დღეს, როცა  ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელები მოვნათლეთ. ჩემმა საყვარელმა ადამიანმა, ცნობილმა მწერალმა დავით კვიცარიძემ და მე ორ, მართლაც კეთილშობილ ბავშვს ნათლობის სახელებად ხვიჩა და გოჩა ვუბოძეთ. ეს ყველაფერი სკოლა-ინტერნატში დაიწყო და გელათში დასრულდა.

ტრაგიკული განწყობის საფუძველი ამ ბავშვების ბიოგრაფიები იყო,დარდი – მათი თვალების გამო მოდიოდა,ბედნიერება იყო მათთან ყოფნა, იმედს – მათი განწყობა, მომავლისადმი რწმენა მაძლევდა.

ბროწეულის სკოლა ინტერნატი,მართლაც, ტრაგიკული ბიოგრაფიებით  არის სავსე. რამდენი დარდი და ცრემლი იცის ამ ეზო –  გარემომ, მაგრამ მაინც იმედის სახლია, მადლიერების სახლი… დარდზე და ცრემლზე აღმოცენებული რწმენისა და სიყვარულის სახლი… სახლი, რომელმააც დაიტია დიდი დარდი, დიდი ტკივილი, მაგრამ მაინც დარჩა იმედის სახლად. მაინც ბედნიერ მოგონებად დარჩა უამრავთათვის.

მადლობა მასწავლებლობას  ასეთი სახლის რუდუნებით და სიყვარულით შენებისათვის, ეს სახლი ბროწეულივით ლამაზად ჩანს. სოფელ მესხეთში. ამ სახლს სიყვარულით კვებავენ მესხეთელები.

მე ბედნიერი ვარ ყველაფერი ეს რომ ვნახე  და ბევრის მონაწილე  გავხდი.

როგორი მომავალი იზრდებოდა დაიზრდება ამ სახლში – ეს კარგად ჩანს, მართლაც, საოცარი ბავშვის – შალვა კამლაძის მაგალითზე, გილოცავთ იუბილეს!

რწმენით და იმედით

თეიმურაზ შაშიაშვილი

1.11. 2008წ.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *