ქეთევან ბაგრატიონი – ორსინი: ” ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი შესანიშნავი მოვლენაა…”

სურათი, რომელზეც დავით აღმაშენებლის ძეგლთან, ძეგლის გახსნის დღეს, 1995 წლის 21 სექტემბერს აღბეჭდილნი არიან ბატონიშვილი ქეთევანი და ქუთაისის მერი თეიმურაზ შაშიაშვილი, გადაღებულია ბატონიშვილის მეუღლის, იტალიის სამეფო ტახტის მემკვიდრის ჰერცოგ ორსინის მიერ.

სურათი თემურ შაშიაშვილს  წარწერით “ბატონ თეიმურაზს, ჩვენი ერისა და გვარის ისტორიაში ერთ-ერთი შესანიშნავი მოვლენის ,  დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნისა და  გელათის აკადემიის აღდგენის დღის გასახსენებლად”. გამოუგზავნა ბატონიშვილმა.

თეიმურაზ შაშიაშვილი ამ სურათს მისი ოჯახისა და გვარის რელიქვიად თვლის:

თემურ შაშიაშვილი.”ვამყობ, რომ მაქვს იტალიის ჰერცოგის მიერ გადაღებული სურათი ბატონიშვილთან ერთად და მას აქვს ბატონიშვილის ხელით გაკეთებული წარწერა. დღემდე ვაგრძელებ ურთიერთობას ბატონიშვილთან და ჰერცოგთან. ბედნიერი ვარ, რომ 2002 წლის დეკემბერში ბატონიშვილმა ჩემს საპატივცემულოდ რომში მოიწვია ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის,დიდი ბრიტანეთის დიდგვაროვანთა წარმომადგენლები და დარბაზობა გამართა. როგორცამ დარბაზობის ერთ-ერთმა მონაწილემ, იტალიაში საქართველოს ელჩმა ქალბატონმა  რუსუდან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ეს იყო უნიკალური შეხვედრა, დიდი პატივისცემის დადასტურება

ჩემს ბიოგრაფიაში გამორჩეულზე გამორჩეულია ის, რომ ვიყავი ინიციატორი როგორც დავით აღმაშენებლის პირველი ძეგლის დადგმის და გელათის აკადემიის აღდგენის, ასევე  ის, რომ შევძელი 1995 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, ძეგლის გახსნის დღეს, მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან მომეწვია ბატონიშვილები – ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენლები.  უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში, პირველად შეიკრიბა ბაგრატოვანთა გვარი ბატონიშვილი გიორგი ჩამოვიდა ესპანეთიდან,  ბატონიშვილი ქეთევანი – იტალიიდან, სამი ქვეყნის სამეფო დინასტიის წარმომადგენლები, მათ შორის რომანოვების – რუსეთიდან”

sdf

aghmashenebli1

 

გელათის მეცნიერებათა აკადემიის აღორძინება

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *