საქართველო დღეს: ღირსეული შეურაცყოფილია უღირსისაგან

ანუ შენ ხარ არა ის, ვინც ხარ, არამედ ის, ვინც უნდა სააკაშვილს რომ იყო

 gerbi1შენ არ ფიქრობ ისე, როგორც სააკაშვილს აწყობს? – შენ ამ ხელისუფლებისათვის აღარა ხარ შენ და ხარ ის, რაც სააკაშვილს აწყობს.

შენ ხარ ეროვნული კაცი, გულანთებული ქართველი, მაგრამ სააკაშვილის ოპონენტი – ე.ი. შენ ხარ რუსეთის აგენტი.

შენ ხარ ეროვნული მოღვაწე, ტრადიციების კაცი, მაგრამ არ ეგები ფეხქვეშ სააკაშვილს – ე.ი. შენ ხარ ჩარეცხილი.

შენ ხარ ჭეშმარიტი პატრიოტი, მაგრამ ავრცელებ რეალურ ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე – ე.ი. შენ ხარ ჯაშუში.

შენ გინდა ეროვნული დღესასწაული აღინიშნოს, როგორც სახალხო დღესასწაული – ტანკისა და სამხედრო ტექნიკის გარეშე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება – ე.ი. შენ ხარ მოღალატე.

შენ გინდა აღლუმი არ მიიღოს იმ კაცმა, რომელიც მიწაზე დაწვა მაშინ, როცა ხალხს, ჯარისკაცებს მორალური გამხნევება ჭირდებოდათ – ე.ი. შენ ხარ საქართველოს მტერი.

შენ გულწრფელად გჯერა, რომ აშშ – თან ევროპასთან დიდი ურთიერთობის გარეშე ქვეყანას არა აქვს მომავალი, მაგრამ თუ სურვილის სახით იტყვი, რომ კარგი იქნება დასავლეთი საქართველოს უჭერდეს მხარს და არა სააკაშვილს თქო ე.ი. შენ ხარ რუსეთის აგენტი და ამერიკის მტერი.

მაშინ ნახე შენი სახელის ყველა ბრუნვაში ლანძღვა-გინებით მოხსენიება თუ იტყვი სიმართლეს, იტყვი იმას, რასაც მთელი ევროპა, ამერიკა გირჩევს და გეუბნება: რუსეთთან დაალაგეთ ურთიერთობებიო.

ასე გააუკუღმართა ხელისუფლებამ ყოველდღიური სააზროვნო სივრცე, მაგრამ რობიკო სტურუასთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს მართლაც ცდება ადამიანური აზროვნების საზღვრებს, სცილდება ბოლშევიზმსაც და 1937 წელსაც კი.

პლანეტარული აზროვნების კაცს, მსოფლიო მოქალაქედ აღიარებულ კაცს, თავისი ცხოვრების წესით ნამდვილ ჰუმანისტს რობიკო სტურუას რასისტი და ქსენოფობი უწოდეს ძირითადში იმის გამო, რომ თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს და ხელისუფლების ქებით არ არის დაკავებული. რასისტი და ქსენოფობი უწოდეს კაცს ვისი ცხოვრების წესიც არის: ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.

რობიკო  სტურუამ თქვა ის, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ბუნებრივია, როგორც იტყვიან, აქსიომატურია. მან თქვა: ხელისუფალნი ნუ მალავთ თქვენს წარსულს, თქვენს ბიოგრაფიას… ხალხმა საქართველოში უნდა იცოდეს ყველაფერი პრეზიდენტზე, როგორც ეს ამერიკელებმა იციან ან შეუძლიათ იცოდნენ ამერიკის პრეზიდენტზე.

რა არის ქსენოფობია და რა არის რასისტობა – ის რომ შენ მალავ შენს ეროვნებას, თუ, როდესაც იტყვი, რომ ნუ მალავთ ხელისუფალნი თქვენს ეროვნებასო?

ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის პირველია ქსენოფობია და რასიზმი.

რომელია რასისტი და ქსენოფობი – ის, ვინც იტყვის, რომ „საბაჟოზე ასე რომ გვამოწმებენ, ზანგები ხომ არ ვართო“ (ეს სააკაშვილის სიტყვებია), თუ ის ვინც იტყვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი და სომხეთის პრეზიდენტი სომეხი უნდა იყოსო ისე, როგორც ამას თავმოყვარე და დემოკრატიული ერები აკეთებენო? (ეს სიტყვები კი რობერტ სტურუას ეკუთვნის)

ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის პირველია რასიზმი და ის, რაც სააკაშვილმა ზანგებთან დაკავშირებით თქვა შეიძლება ეპატიოს ყველას, გარდა ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტისა.

მოაზროვნე ადამიანისათვის საქართველოს შეურაცმყოფაა, როცა ვინმე თავის ეროვნებას მალავს და ფიქრობს, თუ ასე არ გავაკეთე თანამდებობას ვერ მივიღებო. ამერიკა დიდია, ძლიერი და დემოკრატიულია იმის გამო, რომ იქ არავის სჭირდება საკუთარი ეროვნების დამალვა და ვინც ამას გააკეთებს მას არა თუ პოლიტიკური, საზოგადოებრივი მომავალი არა აქვს. არ შეუცვლია გვარი პოლონეთში დაბადებულ ქართველ კაცს მახლაზ ჯონ შალიკაშვილს მაგრამ წლების განმავლობაში ამერიკაში პირველი სამხედრო თანამდებობა ეჭირა.

ვინც საკუთარ ეროვნებას პატივს სცემს, მხოლოდ ის შეიძლება იყოს ტოლერანტი. მხოლოდ ასეთი კაცი შეიძლება იყოს საქართველოს მეგობარი. მხოლოდ ასეთ კაცს შუძლია ჩვენი ქვეყნისათვის დიდი საქმის გაკეთება. არაფერი სჯობს ნამდვილ სომეხთან, ნამდვილ აზერბაიჯანელთან, ნამდვილ ოსთან, ნამდვილ აფხაზთან, ნამდვილ ებრაელთან ურთიერთობას, რადგან იცი, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ნამდვილი მეგობრობა ქართველებთან, საქართველოსთან.

ვინც მალავს თავის სომხობას, ოსობას, ებრაელობას, ის ყიდის საკუთარ ერს და, ცხადია სიკეთეს ვერ მოუტანს ვერც საქართველოს.

დარწმუნებული ვართ, ასე ფიქრობს ქართველთა, საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობა და ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან ვიდექით და მუდმივად ცივილიზაციის მწვრერვალზე ვიქნებით. ეს ჩვენი მომავალია. დღეს კი შენ ხარ არა ის, ვინც ხარ, არამედ ის, ვინც უნდა რომ იყო სააკაშვილს.

ქვეყნისთვის საშიშია გადაბრუნებული აზროვნების დამკვიდრება, საშიშია, როცა მთელი საინფორმაციო სივრცე (ერთეულებს გარდა)  ხელისუფლებას და მის მზაკვრულ იდეოლოგიას ემსახურება. ემსახურება იმას, რომ:

ეროვნულს – აგენტს

მოაზროვნეს – ჩარეცხილს

პატრიოტს – ჯაშუშს

სიმართლეს – რასიზმს

ანტიქართულს – ნაციონალურს

მატყუარას – მართალს

მშიშარას – მაგარს

მნგრეველს – მშენებელს

კაცთმოძულეს – კაცთმოყვარეს

სომეხს – ქართველს

უწოდებს.

რასიზმია, როცა გენოციდს უწყობ საკუთარ ხალხს, როცა ხელისუფლება განცხრომით ცხოვრობს მაშინ, როცა მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტს არ აქვს საშუალება მიიღოს არსებობისათვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი… რასიზმია, როცა ებრძვი ეროვნულ ცნობიერებას, როცა ფიქრობ, რომ მენტალიტეტი შეუცვალო ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ქვეყნის მცხოვრებთ… რასიზმია საქართველო, რომ საქართველოს აღარ ეკუთვნის… შენი ქვეყნის გენოციდი, ღალატი და რასიზმია სწორედ ის, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე  ჯანდაცვაზე წელიწადში მოდის მხოლოდ 35 დოლარი, მაშინ, როცა ეს ციფრი მთელს მსოფლიოში 600 დოლარს შეადგენს, ხოლო აშშ-ში 35000 დოლარს; რომ საქართველოში ერთ სულზე განათლებაზე წელიწადში მოდის მხოლოდ 120 ლარი, მაშინ, როცა საშუალოდ ცივილიზაციის გზაზე  მდგომი მსოფლიოს ქვეყნებისათვის იგივე მონაცემია 1000 დოლარი, ხოლო აშშ-ში –  5 000 დოლარი… საქართველოს მთავარი სიმდიდრე ყველას ეკუთვნის ქართველებს და საქართველოს მცხოვრებთ გარდა, როცა შენს ქვეყანაში ხე-ტყის დამზადების უფლება, რომ მიიღო ეს ჩინელებმა უნდა დაგიდასტურონ, ოქროს და მარგანეცის წარმოება სხვას ეკუთვნის, ენერგეტიკას სხვა მართავს… რასიზმია ყალბი ეროვნული პათოსი, დემოკრატიის თამაში, სოციალური დემაგოგია, ელიტარული კორუფცია – ყველაფერი ამით კი გაჟღენთილია მთელი ქართული პოლიტიკური სივრცე.

ეს ბნელი ეპოქა უნდა დასრულდეს. მას ოცდამეერთე საუკუნის დიდგორი დაასრულებს. დიდგორი, რომელიც დაასრულებს: ნაციზმს, ფაშიზმს, კომუნიზმს, რასიზმს, ქსენოფობიას, ღირსეულის შეურაცმყოფას უღირსისაგან. დიდგორი, რომელიც ყოველში დაამკვიდრებს – „ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“.

დღეს ფერისცვალებაა – დავბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებთან, როგორც ეს გააკეთა და აკეთებს ყოველი თავმოყვარე და დემოკრატიული ერი და ჩვენ ვიქნებით ცივილიზაციის მწვერვალზე.

 

 

თემურ შაშიაშვილი

19 აგვისტო, 2011 წელი.

ფერისცვალება.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *