თემურ შაშიაშვილის ქუთაისის ხელმძღვანელობის პერიოდში

“ეს გაკეთდა,პრაქტიკულად,სამოქალაქო ომის პერიოდში…დღეს გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება და გავაკეთებთ კიდეც…” – თემურ შაშიაშვილი ( 2014 წ)

1. აღდგა გელათის მეცნიერებათა აკადემია

2 – გელათი და ბაგრატი 1994 წელს შეტანილ იქნა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის  საგანძურში. საქართველოდან მსგავსი ფაქტი პირველად მოხდა.

3. ქუთაისის 3500 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი დოკუმენტების საფუძველზე შევიდა მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ხუთეულში

4. ეკლესიას დაუმორჩილდა ყველა საეკლესიო ნაგებობა დანიშნულებისამებრ მათი შემდგომი გამოყენებით.

5. დაიდგა დავით აღმაშენებლის პირველი ძეგლი

6. ორი უმაღლეს სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა საქართველოში მესამე – ქუთაისის უნივერსიტეტი

7 – საქართველოს კულტურის და სასწავლო დაწესებულებათა შენობების 30%-ის გაყიდვის წლებში ქუთაისში შენარჩუნებული იქნა ყველა საბავშვო ბაღი, სკოლა, ბიბლიოთეკა.

8 – საბავშვო ბაღებისათვის სამჯერადი კვების უზრუნველყოფისათვის ყოველწლიურად გამოიყოფოდა იგივე თანხა, რაც მთელს დანარჩენ საქართველოში

9 – პირადი კეთილი ურთიერთობების ნიადაგზე აშენდა და ქალაქს საჩუქრად გადაეცა ბავშვთა ქალაქი

10 –  ქალაქს სასმელად  გაფილტრული რიონის წყალის ნაცვლად მიეწოდა, როგორც საერთასორისო ექსპერტებმა დაადასტურეს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასმელი წყალი – გაყვანილი იქნა უდიდესი მაგისტრალი წყალტუბოს რაიონის სოფ. ფარცხანაყანევიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე

11. უმძიმეს პერიოდში, პრაქტიკულად სამოქალაქო ომისა და დიდი დაძაბულობის პირობებში აღდგენილ იქნა მისი პირვანდელი სახით 1991 წლის მიწისძვრის დროს დანგრეული ჯაჭვის ხიდი .

12 1995 წელს აღდგენილ იქნა განადგურების პირას მყოფი თეთრი ხიდი.

13. -ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში მოხდა პარტიული შენობების გადაცემის უნიკალური შემთხვევა: ერთი გადაეცა მეცნიერებათა აკადემიას, მეორე კონსერვატორიის ფილიალს.

14.. მიუხედავად რთული და ძნელი  პერიოდისა, ჩატარდა მხატვართა და მოქანდაკეთა ოთხი საერთაშორისო პლენერი.  იმერეთის თეატრების ორი საერთასორისო ფესტივალი.

15.  გაუქმდა უმაღლეს სასწავლებლებში შესასვლელად  ორჯერ გამოცდების ჩატარების პრაქტიკა  (სკოლის დამამთავრებელიდა სახელმწიფო გამოცდა უნივერსიტეტში).

16 პირველად საქართველოში დამკვიდრდა უმაღლეს სასწავლებლებში მიღება საშუალო სასწავლებლების ატესტატების საფუძველზე.

17 იუნესკოს ეგიდით პარიზში ჩატარდა ქუთაისის დღეები 1995 წლის 22-29 მაისს,. ამ დღეების ფარგლებში. 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა ქუთაისიდან . ლევილში ფართოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და პარიზის ცენტრში კონკორდის მოედანზე პარიზის მერიის გადაწყვეტილებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

P.S.  ყველა ეს და სხვა ღონისძიება ტარდებოდა ადგილობრივი სახსრებით ცენტრალურიხელისუფლების დახმარების გარეშე, 1997 წლამდე (ვიდრე თეიმურაზ შაშიაშვილი იოყო ქალაქის მერი). ცენტრალური ბიუჯეტიდან საერთოდ არ ყოფილა დაფინანსება. მეტიც, 1997 წელს,13 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას თემურ შაშიაშვილმა შესთავაზა დიდი პროგრამა, რომელიც მოიწონა საქართველოს პარლამენტმა, თავმჯდომარემ, ზურამ ჟვანიამ ამ პროგრამას საქართველოსათვის დიდი მომავლის პროგრამა უწოდა,მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, პარლამენტმა თავისი გადაწყვეტილება არ შეასრულა.

ყველა ეს მასალა ინახება  შეგიძლიათ ნახოთ აქვე. მასალების ორიგინალები ინახება პარლამენტში

 

 

 

თემურ შაშიაშვილის ქუთაისის მერად მუშაობის დროს

(19993 – 1996 წლები)

განათლების სფეროს დაფინანსება გაიზარდა

 

საბავშვო ბაღები 18000-დან 784 000 ლარამდე 43-ჯერ
საშუალო სკოლებო – 58 000 დან 3572 600 -ლარამდე 61-ჯერ
სახ. უნივერსიტეტები – 4 400 დან 257 800-ლარამდე 59-ჯერ
ტექნ, უნივერსიტეტი – 6200 – 279 600  ლარამდე 47-ჯერ
ლიცეუმი და გიმნაზია 0-დან 646500-ლარამდე
სამუსიკო სასწ. 500-დან 63 500 ლარამდე 127-ჯერ
სამუსიკო სკოლები 1 800 დან 84200 ლარამდე 47-ჯერ

 

ქუთაისის წილი იმერეთის მხარის შემოსავლებში

1992 27%
1993 43%
1994 58%
1995 63%
1996 65%

ქუთაისის წილი რესპუბლიკურ მაჩვენებლებში

1992 4,2%
1993 5,5%
1994 7,0%
1995 9,3%
1996 7,3%

კულტურის ობიექტების დაფინანსება გაიზარდა

დრამატული თეატრი 500-დან – 73000 ლარამდე 147-ჯერ
საოპერო თეატრი – 1 200 დან  94 000 -ლარამდე 79-ჯერ
თოჯინების თეატრი – 500 დან 83 600-ლარამდე 209-ჯერ

ქუთაისის საწარმოები დარგის საწარმოთა შორის

საავტომობილო ქარხანა დარგის 6 საწარმოს შორის 94,7% – 2000  – დასაქმებული
ს/ს ელექტრომექნიკოსი დარგის 18 საწარმოს შორის 41% – 700  – დასაქმებული
ს/სკოლხურო აბრეშუმი (დარგის 19 საწარმოს შორის) 79%
სამკერვალო „იმერეთი“ და „გელათი“ დარგის 19 საწარმოს შორის 58%  – 400 დასაქმებული

 

 

მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი „მოქკავშირის“ გენერალური მდივანი და იუსტიციის მინისტრი იყო:

1999 წლის ბიუჯეტი პარლამენტმა ქვეყნის კულტურის განვითარებისათვის გამოყო 15 მლნ ლარი. აქედან ქუთაისის კულტურის სფეროს – 0 ლარი

 ••••••••• •••••••••

1999 წლის ცენტრალური ხელისუფლების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურებისათვის ზოგიერთ რაიონს გამოეყო თანხის 100% იმერეთის რეგიონს მხოლოდ 20%

 ••••••••• •••••••••

1999 წელს საგადასახადო შემოსავლებიდან ცენტრალურ ბიუჯეტში ჩაირიცხა ქუთაისიდან – 60,7%; აჭარიდან – 16,6 %

 

 ••••••••• •••••••••

1999 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ანუ 173 მლნ. ლარი ასე განაწილდა:

თბილისი – 67 მლნ

აჭარა – 45 მლნ

იმერეთი – 13 მლნ

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 9 მლნ

ეს ერთ მოსახლზე გაანგარიშებით ნიშნავდა:

თბილისი – 73,3 ლარი

აჭარა – 65,5 ლარო

გურია – 4,3 ლარი

შიდა ქართლი – 7,6

ქვემო ქართლი – 10,1

სამეგრელო ზემო სვანეთი – 10,6

რაჭა ლეჩხუმიქვემო სვანეთი – 5,2

სამცხე-ჯავახეთი – 8,2

მცხეთა მთიანეთი – 12,2

იმერეთი – 7,4

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *