(info9) თეიმურაზ შაშიაშვილი საარჩევნო კამპანიაში დღეიდან ოფიციალურად ერთვება

თეიმურაზ შაშიაშვილი საარჩევნო კამპანიაში დღეიდან ოფიციალურად ერთვება

ქუთაისის მერობის კანდიდატი, თეიმურაზ შაშიაშვილი საარჩევნო კამპანიაში დღეიდან ოფიციალურად ერთვება. შაშიაშვილი ქალაქის მერობისთვის კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” სახელით იბრძოლებს. მიუხედავად ამისა, ის აცხადებს, რომ გამარჯვების შემდეგ, არც ერთი პარტიის და მათ შორის, არც ხელისუფლების სამსახურში არ იქნება და მხოლოდ ქუთაისის ინტერესებისთვის იმოქმედებს. “არ ვაპირებ ვიყო რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი, არამედ ვიქნები ქუთაისის და ამ ქალაქის მცხოვრებლების მსახური,” – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა. როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, საარჩევნო კამპანიაში გვიან იმ მიზეზის გამო ჩერთო, რომ ქალაქის მერობის სხვა კანდიდატების ვინაობას და მათ საარჩვენო პროგრამებს გაეცნო. მისივე განცხადებით, მან საარჩევნო კამპანია სიმბოლურად საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დაიწყო და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ ერთი სახლით ბრუნდება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *