(topnews.ge)თემურ შაშიაშვილი: სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ

 

„მე ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას ვამყარებ სიყვარულზე. სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ. მე არ ვიქნები პარტიული მერი. ქუთაისისათვის დღეს მთავარია ეროვნული იდეის ქვეშ გაერთიანება,“ – ეს განცხადება ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა დღეს საკუთარ სახლში, საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე გააკეთა.

შაშიაშვილის თქმით, ქუთაისს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც საკუთარი თავით დადის. მერობის კანდიდატმა ქალაქის ფუნქციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქუთაისი ინტელექტუალური, საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გახდეს. მისი თქმით, ქუთაისში უნდა გადმიოვიდეს ტექნიკური უნივერსიტეტი და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ფილიალი.
მერობის კანდიდატმა მერობის სხვა კანდიდატებს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გელათის ტაძარში შეკრებისაკენ მოუწოდა. თემურ შაშიაშვილი ქუთაისის მერად კენჭს „ნინო ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციიდან“ იყრის.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *