(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: უკანასკნელ წლებში ქუთაისი არის დაკნინებულ მდგომარეობაში

 

14ქუთაისის მერობის კანდიდატი, „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ უკანასკნელ წლებში ქუთაისი არის დაკნინებულ მდგომარეობაში, ხოლო ქუთაისის დაკნინება კი ნიშნავს საქართველოს ეროვნული პოლიტიკის დაკნინებას.

„დღეს ქვეყნის გადარჩენის ფორმულაა ეროვნული იდეით გაერთიანებული საქართველო, როგორცმე-20 საუკუნის დასაწყისში დასალვეთ საქართველომ, იმერეთმა, სამეგრელომ და ა.შ ამ იდეითგააერთიანა ქვეყანა, დღეს, 21 -ე საუკუნეშიც იგივე პროცესები უნდა დაიწყოს და აქ დიდია ქუთაისის როლი”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

„თეთრების” ლიდერი დასძენს, რომ ქვეყნისათვის კატასტროფულია ქუთაისის ისტორიული როლის უგულებელყოფა.

„სამწუხაროდ, ხელისუფალთა უმეტესობა სწორედ ამ გზას ადგა. ჩვენ უნდა ვაიძულოთხელისუფლება, რომ ქუთაისის ისტორიული როლი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. სწორედ ამაზეაორიენტირებული ჩვენი მთავარი განაცხადი: ქუთაისი საუნივერსიტეტო და ინტელექტუალურიბიზნესის ქალაქი” – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *