(newpress.ge)თემურ შაშიაშვილი – ყველაზე იაფი ხელისუფლება იქნება ქუთაისში

16ქუთაისის მერობის კანდიდატი, თეიმურაზ შაშიაშვილი საარჩევნო კაპანიაში ოფიციალურად ერთვება. შაშიაშვილი ქალაქის მერობისთვის კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” სახელით იბრძოლებს. მიუხედავად ამისა, ის აცხადებს, რომ გამარჯვების შემდეგ, არც ერთი პარტიის და მათ შორის, არც ხელისუფლების სამსახურში არ იქნება და მხოლოდ ქუთაისის ინტერესებისთვის იმოქმედებს.

“არ ვაპირებ ვიყო რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი, არამედ ვიქნები ქუთაისის და ამ ქალაქის მცხოვრებლების მსახური,” – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, საარჩევნო კამპანიაში გვიან იმ მიზეზის გამო ჩერთო, რომ ქალაქის მერობის სხვა კანდიდატების ვინაობას და მათ საარჩვენო პროგრამებს გაეცნო.

“ისინი აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ. ქუთაისს კი ჭირდება მერი, ვინც გააკეთებს იმას, რაც ქუთაისს შეუძლია. ქუთაისი არის დიდი კულტურის და განათლების ქალაქი. ქუთაისის მერი უნდა იყოს ის, ვისაც ამ ქალაქის პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა შეუძლია,” – აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, მან საარჩევნო კამპანია სიმბოლურად საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დაიწყო და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ ერთი სახლით ბრუნდება.

“რაც ვარ ეს ვარ. ამ სახლის გარდა არაფერი გამაჩნია. ჩემი სიმდიდრე ისაა, რომ საკუთარი თავით დავდივარ. ქუთაისს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც საკუთარი თავით დადის,” – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

შაშიაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებას ფუფუნებაზე, პრემიებსა და ავტომობილებზე უარის თქმა მოუწევს.
“ყველაზე იაფი ხელისუფლება იქნება ქუთაისში. არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაცია, ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯების შესახებ მართალია. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი,” – აღნიშნა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *