(newspress.ge) თემურ შაშიაშვილი – ჩემი მიზანი ქუთაისის პოტენციალის სრულად ამოქმედებაა

 

12ბლოკ „ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ წარდგენილი ქუთაისის მერობის კანდიდატის, პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ქუთაისს სჭირდება არა ხელისუფლებისგან დანიშნული და მისი მორჩილი მერი, არამედ ხალხის მიერ არჩეული, ხალხის მსახური და მისი ნების გამომხატველი, ხელისუფლებისადმი მომთხოვნი, ძლიერი და უშიშარი მერი.„როგორც დავპირდი ქუთაისს, რომ დაველოდებოდი სხვა კანდიდატების წარდგინებას და თუ ქუთაისისთვის სასიკეთო პიროვნებას ან პროგრამას ვნახავდი, მას მხარს დავუჭერდი. დღეს, როცა წარდგენილი კანდიდატების პროგრამებს გავეცანი, დავინახე, რომ ყველა საუბრობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას. მე კი ვპირდები ჩემს ქუთაისს, გავაკეთო ის, რაც ქალაქს შეუძლია! მე ვიცნობ ქუთაისის მაღალ ინტელექტუალურ პოტენციალს, ადამიანურ რესურსებს და ვიცი ის შესაძლებლობები, რაც ქალაქს გააჩნია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არა ის, რაც ჩვენ შეგვიძლია, არამედ სრულად მოვიყვანოთ მოქმედებაში ქუთაისის პოტენციალი – ეს არის ჩემი პროგრამა“-განაცხადა შაშიაშვილმა
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *