(topnews.ge)თემურ შაშიაშვილი: ბევრი მეოცნებე უკვე დიდ ოცნებებში აღარ არის

 

16„ჩვენ დღეს ვიწყებთ ბრძოლას ძლიერი ქუთაისისათვის“, – ამგვარად გახსნა წინასაარჩევნო კამპანია „ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა.

შაშიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ქუთაისს იგნორირება გაუკეთა და ის რიგითი ქალაქის სიაში შეიყვანა. მერობის კანდიდატის თქმით, ძლიერი ქუთაისი ეს არის კულტურის, მეცნიერების, საუნივერსიტეტო და ბიზნესის ქალაქი.

„ქუთაისის იგნორირება ეს 3 500 წლიანი ისტორიის მქონე ქალაქის კატასტროფაა. ჩვენ ბრძოლას დიდი გულგატეხილობის ფონზე ვიწყებთ. ხალხში არის დეპრესიული განწყობა. დიდი იმედით იყვნენ ოცნების მიმართ და თუ ძალიან ძლიერად არ დავდექით, ხალხი შეიძლება არც მივიდეს არჩევნებზე. ძლიერი ქუთაისისათვის ბრძოლა საარჩევნო ყუთთან მისვლით იწყება. ჩვენ ვერავის ვაპატიებთ იმას, რასაც დავით აღმაშენებლის ფორმულის წაშლა ჰქვია. ქუთაისს ასუსტებენ, რომ თბილისიც დაასუსტონ. ვწუხვარ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში არ არის კაცი, რომელიც ქუთაისის პრობლემებს იცნობს. მე არ ვიქნები არც ივანიშვილს, არც ღარიბაშვილის და არც მარგველაშვილის ერთგული. ბევრი მეოცნებე უკვე დიდ ოცნებებში აღარ არის,“ – ამბობს თემურ შაშიაშვილი.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *