(newspress.ge) თემურ შაშიაშვილი-ძალიან ბევრი დასავლელი პერსონა, 26 მაისის დანაშაულის პირდაპირი მონაწილეა

 

16კოალიცია „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, დღეს დასავლეთში ბევრ სერიოზულ ძალას არ აწყობს, რომ 2011 წლის 26 მაისს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

ამის შესახებ მან გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ 26 მაისისთვის მხოლოდ ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის გასამართლება, მთელი საქართველოს შეურაცხყოფაა.

„26 მაისის დანაშაულისთვის არამარტო ვანო მერაბიშვილი, არამედ მთლიანად „ნაციონალური“ რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო და პირადად სააკაშვილი უნდა ჩამჯდარიყო ციხეში.

სამწუხაროა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას გარედან აიძულებენ, თბილი დამოკიდებულება ჰქონდეს სააკაშვილთან და მისი რეჟიმის ნარჩენებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ივანიშვილს და არც ღარიბაშვილს არ უნდათ ასეთი ლოიალური დამოკიდებულება სააკაშვილთან და მის დამქაშებთან, მაგრამ ამის გაკეთებას გარედან აიძულებენ.

დღეს დასავლეთში ძალიან სერიოზულ ძალებს არ აწყობთ, რომ 26 მაისს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს, რადგან ძალიან ბევრი დასავლელი პერსონა 26 მაისის დანაშაულის პირდაპირი მონაწილე გახლავთ.

ამერიკელებმა საქართველოში ხელისუფლებას 26 მაისს სრული კარტბლანში მისცეს – მიდით საკუთარ ხალხს გადაუარეთ, ესროლეთ და მოკალითო“- განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *