(პრესა.ჯი) თემურ შაშიაშვილი: ჩემი კრედოა „მხარს ვუჭერ ძლიერს, ვეხმარები სუსტს“.

 

7ქუთაისის მერობის კანდიდატი, თემურ შაშიაშვილი სააგენტო “პრესა ჯი” -ს საკუთარ ხედვას უზიარებს, თუ როგორი იქნება ქალაქის განვითარება მისი მერად არჩევის შემთხვევაში.

თემურ შაშიაშვილი : „მიმაჩნია, რომ საქართველო ყველაზე დამოუკიდებელი სწორედ დავით აღმაშენებლის დროს იყო. ამიტომ, დღეს გელათზე ვთქვი: წინ დავით აღმაშენებლისაკენ, და თუ ვინმეს აღმაშენებელი წარსულში ჰგონია, თვითონ არის წარსული. სწორედ დავითის დევიზი იქნება ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ჩემი კრედო: „მხარს ვუჭერ ძლიერს, ვეხმარები სუსტს“.

შაშიაშვილი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში ქუთაისი კულტურულ -საგანმანათლებლო ცენტრად იქცევა.

„ქუთაისი იქნება ინტელექტთან დაკავშირებული ქალაქი. ქუთაისი – საუნივერსიტეტო და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი უნდა გახდეს. ჩვენი მთავარი გზავნილი ასეთია: გავაკეთოთ არა ის, რაც ჩვენ შეგვიძლია, არამედ მოქმედებაში მოვიყვანოთ ის, რა პოტენციალიც ქუთაისს გააჩნია.

ჩვენი და ჩემი კოლეგების პროგრამული განსხვავება არის ძალიან მარტივი: ისინი ამბობენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, იმის  გათვალისწინებით ცენტრალური ხელისუფლება რას გააკეთებს, მე არ ვუყურებ ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩვენ თვითმმართველი ქალაქი ვართ, არაფერში გვჭირდება ცენტრალური ხელისუფლების დახმარება.

ხელისუფლებისგან ვითხოვთ : შექმენით კონკურენტული გარემო ბატონებო, ნუ მოიყვანეთ თქვენი ხალხი ბიზნესში, ნუ შექმენით მონოპოლიები, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანას. ქუთაისის ფუნქციიდან გამომდინარე ნუ უგულვებელყოფთ ამ ქალაქის პოტენციალს და რიგითი ქალაქების რიგში ნუ ჩააყენებთ, რადგან ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არესებობნს ძლიერი თბილისი, ძლიაერი თბილისისა და ქუთაისის გარეშე კი არ იქნება ძლიერი საქართველო“.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *