თემურ შაშიაშვილი ნიკეას საარჩევნო უბანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

 

qu“ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა მოსახლეობასთან პირველი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

შაშიაშვილი ნიკეას საარჩევნო უბანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ლტოლვილების მთავარ პრობლემას კორპუსის დაზიანებული სახურივი და საცხოვრებელი ბინის დაკანონების საკითხი წარმოადგენს. როგორც აღმოჩნდა ლტოლვილებს სასმელი წყლისა და სამანქანო გზის პრობლემაც აწუხებთ. მათივე თქმით, ბავშვებისათვის სათამაშოდ სკვერი არ აქვთ. ნიკეას ქუჩაზე დასახლებული ლტოლვილები ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამ პრობლემებთან ერთად ლტოლვილები შემწეობის თანხასაც აპროტესტებენ, რომელიც 45 ლარს შეადგენს.

მოსახლეობასთან შეხვედრისას შაშიაშვილმა ქალაქში არსებულ პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„ ის თანხები, რომლებიც დღეს პრემიებზე იხარჯება, თქვენი პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჭირო ფინანსები უნდა გამოიყოს. აუცილებლად უნდა გაიზარდოს შემწეობის თანხა, რადგან წარმოუდგენელია 45 ლარით ადამიანმა იარსებოს. “–აღნიშნა ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატმა.
თემურ შაშიაშვილმა აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარებაზეც ისაუბრა.
“ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ ის კავშირი, რაც აფხაზეთში გვაბრუნებს. დიდი ხანია ვისმენთ, რომ დღეს თუ ხვალ რაღაცას გააკეთებენ. მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა. დარწმუნებული ვარ აფხაზებიც ხვდებიან იმას, რომ ჩვენი დიდი ურთიერთობის გარეშე არც მათ აქვთ კარგად საქმე. მე ვისურვებდი, რომ გვქონოდა დიდი დაფინანსება რათა კონტაქტი გვქონოდა ერთმანეთში. ყველაზე მთავარი რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ აფხაზებთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთ.“–განაცხადა ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენელმა.

თემურ შაშიაშვილი მოსახლეობას არჩევის შემთხვევაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *