(ინფო9)”ქუთაისს ასუსტებენ, რომ თბილისიც დაასუსტონ”, – შაშიაშვილი

„ჩვენ დღეს ვიწყებთ ბრძოლას ძლიერი ქუთაისისათვის“, – ამ სიტყვებით გახსნა წინასაარჩევნო კამპანია „ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის“ ქუთაისის
13მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა. შაშიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ქუთაისს იგნორირება გაუკეთა და ის რიგითი ქალაქის სიაში შეიყვანა. მერობის კანდიდატის თქმით, ძლიერი ქუთაისი ეს არის კულტურის, მეცნიერების, საუნივერსიტეტო და ბიზნესის ქალაქი. „ქუთაისის იგნორირება ეს 3 500 წლიანი ისტორიის მქონე ქალაქის კატასტროფაა. ჩვენ ბრძოლას დიდი გულგატეხილობის ფონზე ვიწყებთ. ხალხში არის დეპრესიული განწყობა. დიდი იმედით იყვნენ ოცნების მიმართ და თუ ძალიან ძლიერად არ დავდექით, ხალხი შეიძლება არც მივიდეს არჩევნებზე. ძლიერი ქუთაისისათვის ბრძოლა საარჩევნო ყუთთან მისვლით იწყება. ჩვენ ვერავის ვაპატიებთ იმას, რასაც დავით აღმაშენებლის ფორმულის წაშლა ჰქვია. ქუთაისს ასუსტებენ, რომ თბილისიც დაასუსტონ”, – აღნიშნა შაშიაშვილმა. 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *