თემურ შაშიაშვილი: ჩემსა და სხვა კანდიდატებს შორის განსხვავება ერთ მარტივ რამეშია

 

თემური“ჩემსა და სხვა კანდიდატებს შორის განსხვავება ერთ მარტივ რამეშია – ისინი ქუთაისელებს პირდებიან იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ და იმასაც რისი გაკეთება არ შეუძლიათ. მე კი ქუთაისელებს ვპირდები რომ მოქმედებაში მოვიყვან იმას, რისი პოტენციალიც ქუთაისს გააჩნია და ქუთაისის პოტენციალი 20-ჯერ მეტია, ვიდრე ის დაპირებები, რასაც სხვა კანდიდატები იძლევიან” –  აცხადებს ქუთაისის მერობის კანდიდატი ბლოკიდან ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია თემურ შაშიაშვილი.

თავის წინასაარჩევნო პრიორიტეტებზე საუბრისას თემურ შაშიაშვილი ხაზს უსვამს მართვის სისტემის შეცვლის აუცილებლობას.

„მე ვპირდები ქუთაისს, რომ მთლიანად შევცვლი მართვის სისტემას. ჩემი მერობის შემთხვევაში ხელისუფლება იქნება ხალხის მსახური და არა ბატონი! გარდა ამისა, ჩემი პრინციპია, რომ მასწავლებლის ხელფასი ერთი ლარით მეტი უნდა იყოს ქალაქის მერის ხელფასზე და თუ ხელს არ შემიშლიან, მე ამას გავაკეთებ. იმიტომ, რომ ერთხელ უკვე მაქვს ეს გაკეთებული, როცა ქუთაისის მერი ვიყავი!

რაც შეეხება ქუთაისის როლს, თემურ შაშიაშვილს მიაჩნია,რომ რომ ქუთაისი უნდა გახდეს საუნივერსიტეტო ქალაქი: „ვიღაცას მიაჩნია,რომ ქუთაისში უნდა იყოს პარლამენტი, მე კი ვამბობ,რომ ეს არის აბსურდი ქვეყანას უნდა გქონდეს ერთი პოლიტიკური ცენტრი და იგი უნდა იყოს თბილისში, როგორც ეს დავით აღმაშენებელმა გააკეთა და ძლიერი ქვეყანა შექმნა, ,ხოლო ქუთაისი ერთდროულად უნდა იყოს საუნივერსიტეტო, სამეცნიერო,-კულტურული ცენტრი და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი!“

 

“თეთრების”პრეს-ცენტრი

27.05.2014წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *